გორში ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის კონცერტი გაიმართა

გორში ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის კონცერტი გაიმართა

გორში ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის კონცერტი გაიმართა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტზე, რომელიც სრული ანშლაგით დასრულდა, მაყურებლის წინაშე ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ასევე ყველასთვის საყვარელი და ცნობილი მუსიკოსები - ლიზა ბაგრატიონი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი და ლიზა რამიშვილი წარდგნენ.

„კონცერტის ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. ნიკოლოზ რაჭველის მიერ სცენიდან გაჟღერებულ იდეას, აღდგეს გორში საგუნდო მუსიკის ფესტივალი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გამოეხმაურა და მაყურებელს ფესტივალის აღდგენაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, კონცეპტArt,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.