პაატა მანჯგალაძე - შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტში „ქართული ოცნების“ დამსახურება ისეთივეა, როგორც იმაში, რომ დილით მზე ამოვიდა და გათენდა

კაბელის პროექტი მეტყველებს იმაზე, რომ ევროპას მტრული განზრახვა კი არ აქვს, რაზეც „ქართული ოცნება“ ხალხს ტვინს უბურღავს და თავში ძალით უტენის, არამედ სამშვიდობო ფუნქცია აქვს და დასავლეთი საქართველოს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ პარტნიორს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ელექტროკაბელის მშენებლობის მიუხედავად, მას „ქართული ოცნების“ „პრორუსულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ აქვს“.

„საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციას რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ელექტროკაბელი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპას მტრული განზრახვა კი არ აქვს, რაზეც „ქართული ოცნება“ ხალხს ტვინს უბურღავს და თავში ძალით უტენის, არამედ სამშვიდობო ფუნქცია აქვს და დასავლეთი საქართველოს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ პარტნიორს. მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს გაიაზროს, მაგრამ მე პირადად „ქართული ოცნების“ პრორუსულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ მაქვს. „ქართულ ოცნებას“ რა უნდა ეთქვა, არ გავატარებთ ამ კაბელსო? გადავჭრითო? ამის საწინააღმდეგო არგუმენტი რა უნდა ყოფილიყო? სადაც კი ოდნავ მცირე საწინააღმდეგო არგუმენტი აქვთ, ამას იყენებენ. მაგალითად, არ ვიცი, რამდენად ღიად ისაუბრებს ამაზე ყაზახეთის ელჩი, უკვე თვეებია საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ ტრანსკასპიური ნავთობი და ენერგორესურსები საქართველოში გამოატარონ - ჩამოვიდა ალიევი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ არ დაიძრა ეს საკითხი და არის გაყინული. რას ეხება ეს საკითხი - დასავლეთი ეკონომიკურ მარწუხებში აქცევს რუსეთს, იხსნება ევროპის მომარაგების ალტერნატიული მარშრუტები, მაგრამ „ქართული ოცნება“ ვაჭრობს“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

როგორც მან შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ პროექტში „ქართული ოცნების“ „დამსახურება ისეთივეა, როგორც იმაში, რომ დღეს დილით მზე ამოვიდა და გათენდა“.

ამასთან, მან გაიხსენა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ.

„როდესაც ერთ-ერთ რეზოლუციაში წერია, რომ „ქართული მხარის ცეცხლის გახსნამ გამოიწვია ომის ესკალაცია“, ამას ეძახიან სამშობლოს ღალატს და ბიძინა ივანიშვილი რომ არის სანქციების სიაში შეტანილი მსგავსი რეზოლუციით, ამაზე ამბობენ, რომ ჩალის ფასი აქვსო. ასეთი ორმაგი სტანდარტის ადამიანებთან გვაქვს საქმე. „ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პარაზიტი, რომელიც ვაჭრობს საქართველოს ინტერესებით, რათა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ გუნდმა გააგრძელოს ხალხის ძარცვა“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

გადაცემის დასასრულს, მან საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებით მას შეუძლია ეროვნული თანხმობისა და შერიგებისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმა.

„უკრაინაზე რუსეთის აგრესიამ „ქართულ ოცნებას“ ჩამოხადა ნიღაბი, არ დაუტოვა მანევრირების საშუალება და ის ღიად პრორუსულ რელსებზე გადაჯდა და ცდილობს ჩვენი დასავლური კურსის დაზიანებას ცდილობს. ასევე არის სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშიც - მიშას თემა არის ის საკითხი, რომელიც ნიღაბს ჩამოხსნის მის დემოკრატიულობას და დამოუკიდებლობას „ქართული ოცნებისგან. ზურაბიშვილი და „ოცნება“ ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილის კარზე უპირისპირდებიან, მაგრამ არ მინახავს ზურაბიშვილის არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. დღემდე იმის მტკიცებაში არის, რომ რასაც ეს ბრიყვი ღარიბაშვილი და კობახიძე აკეთებენ, ამაზე უკეთესად მოგვიგვარებს ურთიერთობას დასავლეთთანო. სინამდვილეში, მას რომ უნდოდეს იყოს გულწრფელი თავის განცხადებებში, არ დაელოდებოდა 22 დეკემბერს და სასამართლოს გადაწყვეტილებას. მის ხელშია ბერკეტი და ის შეიწყალებდა ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს. თუ გულწრფელად უნდა ეროვნული თანხმობა და შერიგება, ეს იქნებოდა დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს