ხათუნა სამნიძე - იმედი მაქვს, ხელისუფლება თვალს გაუსწორებს ვითარებას და იზრუნებს, რომ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მხრიდან შიმშილობის დაწყებას არ ეთანხმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმედოვნებს, ხელისუფლება გაიზიარებს როგორც მოშიმშილეების, ასევე, საზოგადოების მოთხოვნას და პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ არ დააყენებს.

„როგორც პირველივე დღეს განვაცხადე, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არის ჩემი კოლეგების არჩევანი, მე მათ ჯანმრთელობას ვუსურვებ. ეს არის პროტესტის უკიდურესი და ძალიან სახიფათო ფორმა. ასეთი ხელისუფლების პირობებში რთულია იმედი გქონდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე რეაგირება ექნება, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების აქტიურობით, ეს ხელისუფლება თვალს გაუსწორებს სიმართლეს, ამ ვითარებას და მთავარი მოთხოვნა რაც არის მოშიმშილეებისგან და ვფიქრობ, საზოგადოების უმრავლესობისგანაც, ჯანმრთელობის პირობებიდან გამომდინარე, იზრუნებს იმაზე, რომ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობს. მათი მოთხოვნაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს