ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი ფავორიტი მყავს, დაე, ღირსეულმა „ნაცმა“ გაიმარჯვოს - იმ  რადიკალების ჯგუფში რომან გოცირიძე მსხვერპლია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებში თავისი ფავორიტი ჰყავს.

ზარქუას თქმით, ის აღნიშნულ პირს არ დაასახელებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ სამართლიან ბრძოლაში, ღირსეულმა „ნაცმა“ უნდა გაიმარჯვოს.

„იმ რადიკალების ჯგუფში ბატონი რომან გოცირიძე არის მსხვერპლი. ორი, თუ სამი ჯგუფი გამოიკვეთა, მეოთხეც, ქალბატონი მამულაშვილიც დაემატა, ტრაგიკომედიაა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის და ჩვენთვის, ეს მეათეხარისხოვანია, ჩვენ პირიქით, რამე სანახაობა რომ გვინდა ვნახოთ, გადავრთავთ ხოლმე, ჩვენთვის არაფრის მომტანია, არც ქვეყნისთვის. უბრალოდ, ვაკვირდებით, როგორ ხდება კეზერაშვილის ფულისთვის ნადირობა. წინასაარჩევნო კაპანია აქვთ, მათ შორის, მელიას, ხაბეიშვილს, მუმლაძეს და ნონა მამულაშვილს, ერთმანეთს ეჯიბრებიან რადიკალიზმში - ეს იყო საფუძველი - ერთმა მეორეს უთხრა, შენ საკმარისად რადიკალი არ ხარო, იმან უთხრა, მტყუნისო?! ერთმანეთში არიან ასე გადაძახება-გადმოძახებაში, უბრალოდ, აქ ნონა როგორ მოხვდა, ვერ ვხვდები, საიდან მოხვდა, მაგრამ კი ბატონო, ალბათ, მასაც აქვს უფლება მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრი არაა, ისეთი ქაოსია, რატომაც არა? - კი ბატონო. მე მაგალითად, მგონია, ყველაზე დამსახურებული კანდიდატი შეიძლება გუბაზ სანიკიძე ყოფილიყო, რადგან მან დაიწყო პირველი შეტევა თავიანთი უმოქმედობიდან გამომდინარე, პირველი მან ამოიღო ხმა. ეს, რა საკვირველია, ხუმრობით. მე ფავორიტი მყავს ამ ბრძოლაში. ვისურვებდი, იქ ღია და გამჭვირვალე იყოს პროცესი, იქ არ უნდა დაიჩაგროს, სამართლიან ბრძოლაში, დაე, ღირსეულმა „ნაცმა“ გაიმარჯვოს.

მერე შეიძლება არჩევნებში ჩარევა დამაბრალონ, ასე რომ, თავს შევიკავებ, თუმცა, ცნობილია, იმ ბრძოლაში ჩემი ფავორიტი ვინ არის. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში არიან, ხვდებიან, რომ აბსურდს დაემსგავსა, სანახაობაც აღარ არის, ისე გაიცვითა ეს თემა, რომ მეორე წელია - დავტოვებთ, შემოვალთ, დავრჩებითო, თვითონაც უხერხულში არიან. მართლებიც არიან, ვინც შიგნითაა. გარეთ რომ არიან, ისინი რას აკეთებენ და ესენი ახმოვანებენ მაინც რაღაც ჯგუფის, თუნდაც, არასწორ მესიჯებს, მაგრამ ხომ ახმოვანებენ? გარეთ რომ გავლენ, ესეც დაეკარგებათ - ტრიბუნა და მგონია, რომ მმართველ პარტიას, ყოველთვის ჭირდება ღირსეული კონკურენტი, ღირსეული, არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დამყარებული შენიშვნების, რეკომენდაციების და თუნდაც, კრიტიკის მოსმენა პარლამენტში. სამწუხაროდ, დღეს, ეს არ გვაქვს.

საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმურია, ოპოზიცია წარმოდგენილია. ასეთი მრავალფეროვანი საქართველოს პარლამენტი არასდროს ყოფილა, შესაბამისად, ვინმეს თუ სახლში წასვლა და ჯდომა უნდა, კი ბატონო, მივიდეს, არავინ უშლის, მაგრამ მგონია, რომ ეს მათი მხრიდან შეცდომაა“, - განაცხადა ზარქუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა