BTU გახდა პირველი უნივერსიტეტი საქართველოდან, რომელიც UNESCO-მ პროგრამის „ინფორმაცია ყველასთვის“ განმახორციელებლად შეარჩია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი UNESCO-ს პროგრამის „ინფორმაცია ყველასთვის“ პრესტიჟული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. BTU გახლავთ ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც 2022 წლის კონკურსის მიმდინარეობისას აღნიშნული პროგრამის დაფინანსება მოიპოვა.

პროექტის ფარგლებში, UNESCO-ს მხარდაჭერით, ჩატარდება ციფრული წიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებელი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია. გარდა ამისა ტექ ინგლისურში, ციფრულ წიგნიერებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გადამზადდებიან ქართველი და უკრაინელი დევნილი ქალები. ასევე, შეიქმნება პროგრამის კურსამთავრებულთა ქსელი, რომელიც პროექტის მდგრადობას შეუწყობს ხელს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერებაში და ამ მიზნით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული.

„Promoting Information Literacy in Digital Environment among Women in Georgia“ - ეს კი BTU-ს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერებას ემსახურება.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში