ნიკა მელია გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე - ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს - სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრის, გიორგი კირთაძეზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

როგორც მელია განმარტავს, მომხდარი ფაქტი პროვოკაციაა, ვინაიდან კირთაძე საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და მის მიმართ აგრესია არ არსებობს.

„მორიგი პროვოკაცია ბათუმში. სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია, რაც პირდაპირ ეთერში გიორგი კირთაძის ჩართვისას ვნახეთ. გიორგი კირთაძე არის ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ბათუმში „ქართული ოცნება“ დაამარცხა. გიორგი სარგებლობს დიდი მხარდაჭერით და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს, ობიექტურად მის მიმართ ვერავის ექნება ვერანაირი წყენა, ან შუღლი.

ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს, მაშინ, როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გვიკითხავს. სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო და სწორედ ეს არის სასწრაფოდ დასასრულებელი!“ - აცხადებს მელია.

ცნობისთვის, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.

როგორც კირთაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჟურნალისტებთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. მისივე თქმით, აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა