19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ელსევიერის SCOPUS სამეცნიერო ბაზაში საქართველოდან ყველაზე მაღალი იმპაქტის (CITESCORE) მქონე სამეცნიერო ჟურნალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გამოიცემა

პირველად საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოცემული ჟურნალი პრესტიჟულ ელსევიერის სამეცნიერო ბაზაშია. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალი Ethnobotany Research and Application ელსევიერის Scopus-ის სამეცნიერო ჟურნალების სიაშია ინდექსირებული. მისი CiteScore 2021 წელს იყო 1.5 და 2022 წლისთვის – 2.1.

Ethnobotany Research and Applications, ელექტრონული, რეცენზირებული და მრავალდისციპლინური ჟურნალი, ეძღვნება ეთნობოტანიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე აქტუალურ კვლევებს და მისი მიზანია ამ კვლევების გაზიარება როგორც სამეცნიერო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირისთვის. ჟურნალი ამჟამად გამოიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ეთნობოტანიკის დეპარტამენტის სახელით და მისი რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რაინერ ვ. ბუსმანი.

რაინერ ვ. ბუსმანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 2021 წლიდან, გამომცემლობა Springer-ის კავკასიის ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი, 2017 წლიდან ხელმძღვანელობს ბოტანიკის ინსტიტუტის ეთნობოტანიკის კვლევით ცენტრს. პროფესორი ბუსმანი საქართველოდან სტენფორდის მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის ყოველწლიურ რეიტინგში სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულების მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა რეიტინგში წარმოდგენილი 88 725 ავტორიდან 310-ე ადგილზეა.

ჟურნალი Ethnobotany Research and Application მოიცავს მთელ რიგ დისციპლინებს (ბიოლოგიური და სოციალური მეცნიერებები), რომლებიც ეხება თეორიულ კითხვებს ეთნობოტანიკის სფეროში და მათ პრაქტიკულ გამოყენებას“, - აღნიშნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა