აჭარის უმაღლეს საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი კირთაძე, რომელსაც თავს დაესხნენ, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.
პარალელურად პოლიციის მეორე განყოფილებაში ინციდენტში მონაწილე ორი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჟურნალისტებთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა.
გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.