რიში სუნაკი - ვიდრე რუსები არ დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეალური მოლაპარაკებები ვერ იქნება

რუსეთის ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "სრულიად უაზრო იქნება დღევანდელ ვითარებაში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა რიგაში გაერთიანებული საექსპედიციო კორპუსის (JEF) ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი მოწოდება ყალბი იქნებოდა.

„რუსეთი მას იყენებს გადაჯგუფებისთვის, ჯარების გასაძლიერებლად და ვიდრე ისინი არ დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, შეუძლებელია და ვერ იქნება რეალური მოლაპარაკებები“, - განაგრძო სუნაკმა.

როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, „ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილება ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ეს პირველ რიგში იმიტომ ხდება, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა".

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დღესვე, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) წევრი ქვეყნების ლიდერებთან საუბრისას პირობა დადო, რომ 2023 წელს შეინარჩუნებს, ან გადააჭარბებს უკრაინის სამხედრო დახმარების მოცულობას.

„ყველა ჩვენგანი ამ მაგიდის გარშემო ვართ უკრაინის უახლოესი მეგობრები და მოკავშირეები. ჯერჯერობით, ჩვენ ვთამაშობდით წამყვან როლს მათ მხარდაჭერაში და ვიცი, რომ ასე გავაგრძელებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სამი პრიორიტეტი. პირველი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ მივაწოდოთ მეტი სამხედრო დახმარება და ეს სამხედრო დახმარება განვითარდეს იმ სიტუაციის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. ეს ნიშნავს მეტ საჰაერო თავდაცვას, ეს ნიშნავს მეტ არტილერიას და ეს ნიშნავს მეტ ჯავშანტექნიკას.

ჩვენი მხრივ, გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ ვალდებულნი ვართ მომავალ წელს შევინარჩუნოთ, ან გადავაჭარბოთ 2,3 მილიარდი ფუნტის დახმარებას წელს, და დიდი იმედი მაქვს და მოვუწოდებ სხვებს ამ მაგიდის გარშემო, განაგრძონ ძლიერი მხარდაჭერა", - აღნიშნა სუნაკმა.

რიგაში JEF-ის შეხვედრას ესწრებოდნენ დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება