ორთაჭალაში „გურმანია რითეილის“ პირველი სუპერმარკეტი „გურმანია“ გაიხსნა

თბილისში „გურმანია რითეილის“ პირველი სუპერმარკეტი „გურმანია“ გაიხსნა. სავაჭრო სივრცე ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩის 2 ნომერშია განთავსებული.

„გურმანია“ გთავაზობთ მომხმარებლის განწყობაზე მორგებულ სერვისს და განსხვავებული პროდუქციის ასორტიმენტს ხარისხის მაქსიმალური კონტროლით.

სუპერმარკეტში დაგხვდებათ კომფორტული ინფრასტრუქტურა და პრემიუმ სივრცე, სადაც წარმოდგენილია როგორც იმპორტული, ასევე, ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეების ექსკლუზიური პროდუქცია.

მათ შორის, „ფრუტ ლოჯისტიკის“ მიერ „გურმანიას“ ბრენდით წარმოებული ჯემების, მურაბების, კომპოტების და საწებლების ფართო ასორტიმენტი, "აუგუსტის" წვენები და ჯემები, სამხრეთ აფრიკული ღვინოების მრავალსახეობა, ქართული ღვინის პრემიუმ ხაზი წინანდლიდან.

ასევე, საოჯახო და მცირე მარნების ღვინოები, ალკოჰოლური სასმელები „ბენჟი“, „ეფემერა“, ქართული წარმოების ჯინი, „ნეითივ რაჭას“ ხორც-პროდუქტები, თაფლი „ალპიდა“, „კერკის“ ჩირეული, „ცივის ყველის“ განსაკუთრებული ასორტიმენტი, „პიკანტოს“ ნახევრდამუშავებული ინდაურის პროდუქცია, „სნექის“ არაქისის კარაქი, „სპაისელას“ საწებელი, „ბუეთის“ და „ჩაისმთის“ ქართული ჩაი და სხვა.

პრემიუმ სივრცის კაფეში კი მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს მრავალფეროვანი კერძები, ტკბილეული, ასევე, უგემრიელესი ტონიო ლამბორგინის ყავა და „მანნას“ სურნელოვანი ჩაი. სუპერმარკეტი მომხმარებელს 08:00 საათიდან 22:00 საათამდე მოემსახურება.

„გურმანია“ ადგილობრივი ინვესტიციითა და Gazelle Finance-ს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. გურმანია რითეილი თბილისის მასშტაბით კიდევ 10 სუპერმარკეტის გახსნას და ქსელურ მომსახურებას გეგმავს.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში