GM Pharma-ს ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინას

საქართველოს მოსახლეობის მიერ დაწყებული უკრაინის სოლიდარობის აქციას - დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრაინას, ქართული ბიზნეს კომპანიები შეუერთდნენ. კომპანიამ GM Pharma (PSP ჯგუფი) 300 ათასი ლარის ღირებულების გენერატორები შეიძინა, რაც ჰუმანიტარული ტვირთით იგზავნება უკრაინაში.

სოლიდარობის აქცია - დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრიანას, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართულობით დაიწყო.

ენერგოკრიზისი მძიმე განსაცდელს უქმნის, როგორც უკრაინის მოსახლეობას, ასევე ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტებს: საავადმყოფოებს, პურის ქარხნებს, სკოლებს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ელექტროგადამცემი ხაზებისა და ელექტროსადგურების დაზიანებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი უშუქოდ, უწყლოდ და გათბობის გარეშე დატოვა. ასეთ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა, რაშიც ქართული კომპანიები აქტიურად ჩაერთნენ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო