გუბაზ სანიკიძე - როგორც ჩანს, ბიძინა მანიაკებში კონკურსს ატარებდა და შეკრიბა ეს ხალხი, მიხეილ სააკაშვილი იმსხვერპლებს ამ მთავრობას - ვინც სააკაშვილის კადრები ნახა და დასცინა, ქრისტიანი არ არის

დღევანდელი ქართული სახელმწიფო არის ანტიუკრაინული კოალიციის წევრი. ეს არის ფაქტი, რაც არ უნდა ზღაპრები მოყვნენ. რამშტაინის ფორმატში რომ ვმონაწილეობთ, ეს არის ბიძინას სტილი - ყველგან რომ კვერცხი ჩადოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ყველა, ვინც რამშტაინის ფორმატში გამართულ მინისტერიალში იღებს მონაწილეობას, თუნდაც მცირედით ეხმარება უკრაინას, საქართველოს ხელისუფლება კი ამას არ აკეთებს.

„რამშტაინში ვინც იკრიბება, ამას იმიტომ აკეთებს, რომ თუნდაც ერთი ტყვიით, ერთი კონსერვით და ერთი გენერატორით მიეხმაროს უკრაინას. ჩვენ რაში ვეხმარებით? ესენი „დასასტუკებლად“ დადიან იქ, რათა თქვან, რომ „ჩვენც აქა ვართ“. საქართველოდან ჰუმანიტარულ დახმარებას ხალხი აგზავნის. ომში გამარჯვებისთვის რითი ვეხმარებით უკრაინელ ხალხს?

უკრაინული არმიის დამსახურებაა, რომ აქ რუსული ტანკები არ დაშლიგინებენ. რომ წაეგო უკრაინას, ხომ ვიცით, რომ რუსები თბილისშიც შემოვიდოდნენ? აქ მარიუპოლი არ იქნებოდა, რადგან ეს ხელისუფლება ჩაბარდებოდა და ჩაგვაბარებდა. ისინი აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობასაც აღიარებდა. ზღაპრები მოუყვნენ თავის გონებასუსტ ამომრჩეველს, ვისაც მათი კიდევ სჯერა. კარგი, პირველი 2 თვე გაურკვეველი იყო ბრძოლის ბედი და არამარტო ამ ხელისუფლებას, არამედ დანარჩენ მსოფლიოს ეგონა, რომ კიევი დაეცემოდა, მაგრამ ახლა არის ომის მე-300 დღე. დღესაც რუსულ ბანაკში რომ ხარ, რას ნიშნავს ეს? შენ ხარ იმ კოალიციის წევრი, რასაც რუსეთი, ბელარუსი და ირანი. ის ნარატივი, რასაც „ქართული ოცნება“ უბერავს, რომ ზელენსკი არის დამნაშავე ამ ომში, რომ უკრაინას წინააღმდეგობა არ უნდა გაეწია და დამორჩილებოდა, ამას ლაპარაკობს რუსეთის და ქართული პროპაგანდა. ბელარუსული პროპაგანდაც კი არ ლაპარაკობს ამ ყველაფერს“, - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას „მიხეილ სააკაშვილი მოუღებს ბოლოს“.

„ესენი ავად არიან, ფსიქიკურად დაავადებული არიან. ესენი არიან მანიაკები. როგორც ჩანს, ბიძინა მანიაკებში კონკურსს ატარებდა და შეკრიბა ეს ხალხი. გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი იმსხვერპლებს ამ ხელისუფლებას. ის მოუღებს ბოლოს ამ მთავრობას. უკრაინა და საქართველო ერთმანეთზე გადაბმულია სწორედ მიხეილ სააკაშვილის პერსონის გამო, თორემ რა ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს და უკრაინას? ნებისმიერ სხვა ჩვენ მეზობელს უფრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან - მაგალითად თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს. ისტორიულ პროცესებს ქმნიან პიროვნებები და ყველა ისტორიულ მომენტს აქვს სახელები და გვარები, ისე არაფერი ხდება. დოკუმენტი გამოვიდა, სადაც ნათლად წერია, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთ, როგორც საკუთარ ყურებს ვერ ხედავთ, ისე ვერ იხილავთ ევროპასო. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი არის ევროინტეგრაციის სიმბოლო, ბიძინა ივანიშვილი კი არის სიმბოლო რუსეთის გვამში შეძრომის“, - აღნიშნა სანიკიძემ.

მან ასევე ისაუბრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების შესახებ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი არის ასახული.

„ამით ზოგი გაახარეს და თქვეს - „ნახეთ, რა დღეში გვყავს მიშა, ნორმაზე არ არის, გიჟია“. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის კადრებს ინტენსიურად უგზავნიდნენ რუსებს. იქ რუსეთი გაახარეს, აქ თავისი ბნელები გაახარეს. ზვიადსაც გიჟს ეძახდნენ, სვიმონ მეფესაც გიჟს ეძახდნენ, დავით აღმაშენებელსაც გიჟს და ტყის მეფეს ეძახდნენ და დასცინოდნენ. მაცხოვარი რომ გალურსმნეს ჯვარზე, ზემოთ დააწერეს „იესო ნაზარეველი, მეფე იუდეისა“ და ისიც დაცინვა იყო. ქრისტიანები ვართ და ჩვენს მაცხოვარს დასცინოდნენ. პარალელებს კი არ ვავლებ, თუ ქრისტიანი ხარ, დაცინვა არ შეიძლება. ღლიცინებდნენ, ამბობდნენ რომ გიჟია და ვინც ამაზე გაიცინა, ის ქრისტიანი არ არის - ამაზე ვსაუბრობ და სააკაშვილს და მაცხოვარს არ ვადარებ“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს