„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე, მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მასზე თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

„დღეს დილით სპეციალური სამსახურის ორი თანამშრომელი მოვიდა სახლში და მითხრეს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მოვსულიყავი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა, მე არც გუშინ მითქვამს განსაკუთრებული არაფერი გამოკითხვაზე პოლიციის მთავარ სამმართველოში. რაც კადრებში ჩანს ესაა. აღნიშნულ ადამიანს არა თუ მე, არამედ არცერთი ჩემი ნაცნობი არ იცნობს. რადგან მთხოვეს, მოვედი და მივცემ ჩვენებას, ამდენი ხნის განმავლობაში ამბობენ, რომ იდენტიფიცირება ვერ მოახდინეს, უხერხულია. პოლიციის განყოფილებიდან 100 მეტრში, „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში არც ისე ცოტა ხანს გრძელდებოდა ჩემზე და ჟურნალისტზე თავდასხმა. ეს პოლიტიკური ქმედებაა ცალსახად. ამის დამკვეთებს არ მოსწონს ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ რეჟიმს აპროტესტებენ და თავდასხმა გადაწყვიტეს, ასეთი ფორმით. ეს ადამიანი მარტო არ იყო, რაც დაფიქსირებულია. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ტიპის იდენტიფიცირება რატომ გაუჭირდა? მაშინ გვითხრას ბიძინა ივანიშვილმა ქალაქის ის ქუჩები, სადაც განსხვავებული აზრის მქონე პირებმა გაიარონ - გვითხრას ეს და არ გავივლით ამ ქუჩებზე”, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს გუშინ დაესხნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო