სოფელ ქიწნისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გორის მერიის ცნობით, ერთსართულიან შენობას, სადაც სკოლამდელ განათლებას 30-მდე აღსაზრდელი იღებდა, სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის მიხედვით, იცვლება სახურავიც და კომუნიკაციებიც, მონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ობიექტის ეზოც და ატრაქციონებიც.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2023 წლის მარტში დასრულდება. მომავალი წლიდან, სოფელში მცხოვრებ პატარებს თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება.

„ქიწნისის საბავშვო ბაღის შენობა ექსპლუატაციაში დაახლოებით 3 ათეული წლის წინ შევიდა და მას შემდეგ მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

2022 წელს გორის მუნიციპალიტეტში სამი სააღმზრდელო დაწესებულება (მეჯვისხევი, მეღვრეკისი, გორი - ანწუხელიძის ქუჩა) აშენდა და ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა (საქაშეთი, ახალდაბა) მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ასევე, ქვახვრელისა და ხელთუბნის საბავშვო ბაღებს ჩაუტარდა.

საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის გორშიც აქტიურად დაიწყება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება, რომლის ღირებულებაც მილიარდ ლარზე მეტია“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო