ლენტეხში პროექტი „ლექსი კედელზე“ გაიხსნა

პროექტი „ლექსი კედელზე“ ფარგლებში, რომელმაც სტარტი ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან აიღო, ირმა ქურასბედიანის ლექსით საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლექსი უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ღონისძიება მუსიკალურად კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლმა „ლაგუშედამ“, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა გააფორმეს, ასევე, რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს.

ამიერიდან, ლენტეხის კულტურის სახლის გარე სივრცეს (კედელს) ირმა ქურასბედიანის ლექსი დაამშვენებს. პროექტის „ლექსი კედელზე“ ავტორია შალვა კამლაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო