„ალტ ინფოს“ და „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენლების განცხადებით, ბათუმში მომხდარი თავდასხმა არა მათი თანაპარტიელის, არამედ, გიორგი კირთაძის მიერ იყო პროვოცირებული

ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის შენობასთან „კონსერვატიული პარტიის“ წევრები შეიკრიბნენ.

ისინი, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კირთაძის თავდასხმისთვის დაკავებულ თანაპარტიელს, იოსებ სირაბიძეს მხარდაჭერას უცხადებენ.

მათი თქმით, ბათუმში მომხდარი ინციდენტი გიორგი კირთაძის მიერ იყო პროვოცირებული. შეკრებილები აცხადებენ, რომ იოსებ სირაბიძემ გიორგი კირთაძეს „პოლიტიკური პასუხი გასცა“.

ცნობისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებულს სასჯელის სახის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა