შსს-ს ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნის მასშტაბით 204 ნარკორეალიზატორია დაკავებული

პოლიციამ მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ 204 ნარკორეალიზატორი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ მიაწოდა.

როგორც კუპატაძემ აღნიშნა, შსს-მ გასულ წელთან შედარებით, 68-ით მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სულ 204 ნარკორეალიზატორია დაკავებული.მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით, გასულ წელთან შედარებით, 68-ით მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა”, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

როგორც მან აღნიშნა, 2022 წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული: 8 კილოგრამი „ჰეროინი“, 8 500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 16 კილოგრამი „კოკაინი“, 6 კილოგრამი „მდმა“, 5 კილოგრამი „ალფა პვპ“, 4,5 კილოგრამი „კლეფედრონი“ და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო