გიგა ბოკერია - არ არსებობს წინაპირობა, რომ ზელენსკის განცხადება რაიმეს შეცვლის ივანიშვილის მთავრობის საქციელში

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, არ არსებობს წინაპირობა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება ბიძინა ივანიშვილისა და „მისი პოლიტიკური არარაობების საქციელში“ რამეს შეცვლის.

ბოკერიას შეფასებით, „ივანიშვილისთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა“.

„ვითარება, რაც სააკაშვილის გარშემოა შექმნილი და რომელსაც ხელს უწყობენ სააკაშვილის გარშემო მოკრებილი პოლიტიკური ძალები („ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტნიორები, საპარლამენტო ოპოზიცია) ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არის საჩუქარი, რადგან ეს მას ეხმარება საზოგადოების დემორალიზაციასა და ამ თემის მთავარ თემად შენარჩუნებაში. ეს ვერ შეიცვლება მანამ, სანამ ქვეყნის შიგნით ვითარება არ შეიცვლება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

„მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას - აუცილებელია გულმოწყალება, განსაკუთრებით შობის წინ. რაც ახლა მიხეილის თავს ხდება, სისასტიკეა. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეწყდეს. გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს მის სიცოცხლეს- გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, ევროპის სხვა ქვეყანაში, ამერიკაში. დროა, გადაიდგას ეს კარგი ნაბიჯი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა