მარნეულში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

მარნეულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების კვირეული, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხელნაკეთი ნივთების და საახალწლო ტკბილეულის გამოფნა-გაყიდვა; პატარებისთვის ღია სივრცეში გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება, მოეწყო კოსტუმირებული ანიმატორების შოუ და თოვლის ბაბუამ დაარიგა ტკბილეული.

საზეიმო გალა კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

„ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს