მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების პაკეტი დაამტკიცა, რომლის საერთო ღირებულება 610 მილიონი აშშ დოლარია.
პაკეტი მოიცავს დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის კრედიტს მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან (IBRD), რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის გარანტიით და ახალ პროექტს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის აღდგენისა და გაუმჯობესების მიზნით, ასევე ომთან დაკავშირებული ჯანდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
„რუსეთის შეჭრა უკრაინაში აგრძელებს დამანგრეველი ეკონომიკური და ჰუმანიტარული შედეგების მოტაბას, გავლენას ახდენს ჯანდაცვის სექტორზე, კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სატრანსპორტო ქსელებზე“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.
ცნობისათვის, ამ დრომდე, მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის 18 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება განახირციელა, საიდანაც დაახლოებით 15 მილიარდი აშშ დოლარი გაცემულია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"