ქვვემო ქართლის რეგიონში 60 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი და მისი მოადგილე, პავლე გამყრელიძე ქვემო ქართლის რეგიონში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.

ქვემო ქართლის რეგიონში 2022 წელს, 22 პროექტი მიმდინარეობდა, რომელთა საერთო ღირებულება 114.3 მლნ. ლარია, საიდანაც დასრულდა 11 პროექტი, რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება ჩაუტარდა 60 კმ-მდე საავტომობილო გზას, განხორციელდა 2 ხიდის რეაბილიტაცია, 1 ნაპირსამაგრი და 1 სტიქიის პრევენციისა და ლიკვიდაციის პროექტი.

მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთს, თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის 5.4 კმ-იან მონაკვეთს, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას და შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იან მონაკვეთს.

აქტიურად გრძელდება სამუშაოები დანარჩენ პროექტებზე და მათი რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულება. მიმდინარეობს ისეთი მნიშვენლოვანი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია, როგორებიცაა: მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იანი მონაკვეთი, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 15 კმ-იანი მონაკვეთი და იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს გზის 8.6 კმ-იანი მონაკვეთი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2023 წელსაც აქტიურად გააგრძელებს ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო გზებისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო