„ალიანს ცენტროპოლისი“ - ყველაზე მულტიფუნქციური პროექტი რეგიონში

ალიანს ჯგუფი World Trade Centre-თან და Hyatt-თან პარტნიორობით, რეგიონის ყველაზე დიდ და მრავალფუნქციურ პროექტს - „ალიანს ცენტროპოლისს“ ახორციელებს, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 380$ მილიონ დოლარს აღემატება. პროექტი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქ ბათუმში, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან სულ რაღაც 50 მეტრში მდებარეობს.

კომპლექსი შედგება 3 თაუერისგან, რომლიდანაც ერთი უმასპინძლებს 5* სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ს, დანარჩენი ორი საინვესტიციო აპარტამენტებს, ხოლო საერთო პოდიუმის სივრცეში, კი კომპლექსის მასშტაბური ინფრასტრუქტურა იქნება განთავსებული.

გარდა გამორჩეული ექსტერიერისა, „ალიანს ცენტროპოლისის“ თანამედროვე აპარტამენტები ესთეტიკის, კომფორტისა და ფუნქციონალურობის სინთეზია, საიდანაც იშლება ზღვის, მთებისა და ქალაქის შეუდარებელი ხედი.

„ალიანს ცენტროპოლისში“ წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდები

World Trade Centers Association

„ალიანს ცენტროპოლისი“ რეგიონში პირველი პროექტია, რომელიც World Trade Center Batumi-სა და მის საგამოფენო სივრცეს უმასპინძლებს.

„მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაცია“ (WTCA) 100-მდე ქვეყანაში, 300-ზე მეტი ურთიერთდაკავშირებული, მრავალპროფილური კორპორაციების ქსელს წარმოადგენს.

აღსანიშნია, რომ „მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაცია” აერთიანებს საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებსა და ქმნის გლობალური კავშირების ეკოსისტემას.

მთელი წლის განმავლობაში, „მსოფლიო სავაჭრო ცენტრის“ სივრცე მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებს, საგამოფენო და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რაც მკვეთრად ასტიმულირებს პროექტის ცნობადობასა და უზრუნველყოფს კომპლექსის დატვირთულობას.

Hyatt Centric

Hyatt Hotels & Resort არის მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ძვირადღირებული სასტუმრო ბრენდი, რომელიც მართავს და ფლობს 1150-ზე მეტ სასტუმროს, კურორტსა და დასასვენებელ ობიექტს 6 კონტინენტზე, 71 ქვეყანაში.

Hyatt Centric-ის სასტუმროები ევროპის მხოლოდ 5 ქვეყანაში გვხვდება, საქართველო ამ სიაში მე-6 ადგილზე იქნება და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ბრენდი ალიანს ცენტროპოლისში Hyatt Centric Boulevard Batumi-ის სახელწოდებით იქნება წარმოდგენილი, სადაც სტუმრებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, მაღალი დონის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

Hyatt Centric-ის სახელი შთაგონებულია ბრენდის მისიით - მოახვედროს სტუმარი ქალაქის რიტმისა და მოვლენათა ეპიცენტრში.

გარდა World Trade Centre-ს და რეგიონში მისი პირველი საგამოფენო სივრცის, 5* სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ს და მაღალი დონის საინვესტიციო აპარტამენტებისა, „ალიანს ცენტროპოლისი“ აერთიანებს:

  • A-კლასის ბიზნეს ცენტრს
  • A-კლასის სავაჭრო ცენტრს
  • კაზინოს
  • ღია სამუშაო სივრცეებს
  • საკონფერენციო დარბაზებს
  • შეხვედრების ოთახებს
  • რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საღონისძიებო სივრცეს
  • კინოთეატრს
  • ბოულინგ სივრცეს
  • ბავშვთა გასართობ ცენტრს
  • დახურულ საცურაო აუზებს
  • უნიკალურ, გამაჯანსაღებელ სპა ზონას
  • ფიტნეს ცენტრებს
  • რესტორნებს
  • რუფტოპ ტერასებს
  • გასტრონომიულ სივრცეს
  • რესეფშენ ლაუნჯებს
  • გამორჩეულ, თემატურ ბარებს
  • 10.000 კვ.მ რეკრეაციულ ზონას
  • „ალიანს ცენტროპოლისის“ კერძო სანაპიროს
  • ადგილობრივ, 3-დონიან პარკინგს

24 უნიკალური ინფრასტრუქტურული კომპონენტისგან შემდგარი მულტიფუნქციური პროექტი მნიშვნელოვან, მასშტაბურ მოვლენათა გრავიტაციის ცენტრია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის.

პროექტის მნიშვნელობა

გამომდინარე იქიდან, რომ „ალიანს ცენტროპოლისს“ ანალოგი არ ჰყავს ერთ შენობაში ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნებით, პროექტი ხელს შეუწყობს უცხოური კომპანიების კონცენტრაციას რეგიონში და მის არასეზონურ, მთელი წლის დატვირთულობას, რაც საგრძნობლად ზრდის პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობასა და რეგიონულ მნიშვნელობას.

„ალიანს ცენტროპოლისის“ მიზანია გადააქციოს აჭარა და ბათუმი საქმიანი(MICE), ბიზნეს ტურიზმის რეგიონულ ჰაბად.

ადგილობრივ ბიზნესებს, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის საერთაშორისო ბაზარზე გატანა სურთ, მიზნის მიღწევაში World Trade Centre-ის ექსპერტები დაეხმარებიან. WTC-ის წარმომადგენლების ცოდნა და გამოცდილება ბენეფიტური იქნება როგორც ლოკალური, ისე უცხოური ბიზნესებისთვის, რომლებსაც ქართული ბაზრის კარგად შესწავლა სურთ.

გლობალური პრაქტიკა აჩვენებს, რომ როდესაც ქვეყანაში World Trade Centre შემოდის, საერთაშორისო კომპანიები ყოველთვის იწყებენ ინტერესის გამოხატვას ამ ბაზრის მიმართ. აბრეშუმის გზას თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს აქვს შესანიშნავი სტრატეგიული მდებარეობა, შესაბამისად, World Trade Centre-ის ინტეგრაცია „ალიანს ცენტროპოლისში“ არის საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის განვითარების კატალიზატორი.

„ალიანს ჯგუფი“ - ერთი ნაბიჯით წი

„ალიანსი“ პირველი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც შექმნა თანამედროვე „საინვესტიციო მრავალფუნქციური კომპლექსების“ ბიზნეს მოდელი და გლობალურ სასტუმრო ბრენდებთან თანამშრომლობით, დაწერა ისტორია სტუმარმასპინძლობის სექტორში.

მასშტაბური საპროექტო სამუშაოებით, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებითა და პროფესიონალი გუნდის დახმარებით, „ალიანსმა“ დანერგა თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები და გამორჩეული საინვესტიციო კულტურა, რითაც შეცვალა თამაშის წესები და გახდა წარმატების ეტალონი სხვა დეველოპერული კომპანიებისთვის.

„ალიანს ცენტროპოლისში“ ინვესტიციის განხორციელებით, თქვენ გახდებით რეგიონში ყველაზე დიდი და მულტიფუნქციური პროექტის პარტნიორი.

გადადი ბმულზე და ისარგებლე საახალწლო შეთავაზებით!

(R)

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ