წელს შიდა ქართლში  32 მილიონი ლარის 370 პროექტი დაფინანსდა

წელს შიდა ქართლში 32 მილიონი ლარის 370 პროექტი დაფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მერებთან ერთად. მინდა აღვნიშნო, რომ შიდა ქართლი საქართველოს მასშტაბით ლიდერია შესრულებების ნაწილში. წელს რეგიონში 32 მილიონი ლარის ოდენობის, დაახლოებით, 370 პროექტი დაფინანსდა. პროექტები განსხვავდება თავისი მასშტაბებით. წელს ამ 32 მილიონიდან 8 მილიონი ლარი მიიმართა წყალმომარაგების პროექტებზე. კარგი მაგალითია ტყვიავის წყალმომარაგების პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ლარი იყო, ამიერიდან აქ მოსახლეობას 24- საათიანი წყალმომარაგება ექნება“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ შიდა ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის გზის რეაბილიტაციის პროექტი ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებასა და ეზოში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მათივე ცნობით, ქალაქ კასპში, ასევე, მიმდინარეობს ერთ-ერთი ცენტრალური, კოსტავას ქუჩის, სარეაბილიტაციო სამუშაოები.

უწყებაში აცხადებენ, რომ ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია. პროექტი რეგიონების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ხელს შეუწყობს ქალაქში შესასვლელი აღმაშენებლის ქუჩის განტვირთვას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო