ქართული პრესის მიმოხილვა 21.12.2022

პუტინის პესიმიზმი და ერთი აქტიური მიმართულება ფრონტზე - გატეხა თუ არა დასავლეთის ერთიანობამ რუსეთი

პოლონიუმი სააკაშვილის საქმეში - რამდენად საფუძვლიანია ეჭვები ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამვლაზე

***

პუტინის პესიმიზმი და ერთი აქტიური მიმართულება ფრონტზე - გატეხა თუ არა დასავლეთის ერთიანობამ რუსეთი

„რუსეთი უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებს, ფრონტის ხაზზე კი ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაა, სადაც რუსები კვლავ უშედეგოდ ცდილობენ „პატარა გამარჯვება" მაინც გაიფორმონ. სამშაბათს ბახმუტში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი საკმაოდ პესიმისტური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც „ახალ რეგიონებში" არსებულ „მძიმე მდგომარეობაზე" ისაუბრა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პუტინის პესიმიზმი და ერთი აქტიური მიმართულება ფრონტზე - გატეხა თუ არა დასავლეთის ერთიანობამ რუსეთი

„გარდა ამისა, ანალიტიკოსებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ გამართული პუტინის შეხვედრა სამხედრო მაღალჩინოსნებთან. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ შეხვედრა დადგმული იყო და ერთ მიზანს ემსახურებოდა - რომ პუტინს უკრაინის ომში წარუმატებლობაზე პირადი პასუხისმგებლობა მოეხსნა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, კრემლის ვერცერთმა გეგმამ ვერ იმუშავა, ყველაფერი მათი მოლოდინის საპირისპიროდ განვითარდა და ყველა მიმართულებით რუსეთის პოლიტიკის კრახი სახეზეა. შესაბამისად, ახლა პუტინი ხვდება, რომ ყოველივე ამაზე მას პირადი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს და ცდილობს ეს პასუხისმგებლობა კოლექტიური გახადოს. სამხედრო ექსპერტების თქმით კი, რუსები ყველა სხვა ფრონტის ხაზზე მძიმე თავდაცვაზე გადავიდნენ ერთადერთი, სადაც შეტევაზე არიან, ბახმუტის მიმართულებაა, რაც ერთის მხრივ უკრაინელებსაც აწყობთ, რომ აქ რუსები „სისხლიდან დაცალონ" და სხვა მიმართულებით განავითარონ შეტევა. მათი განცხადებით, ბახმუტი შესაძლოა რუსებისთვის ხაფანგად იქცეს, რადგამ ამ მიმართულებით დამატებითი ძალების გადასროლით მათ ფრონტის სხვა მონაკვეთების დასუსტება უწევთ, რითაც შეიძლება უკრაინელებმა ისარგებლონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე 20 დეკემბერს უშიშროების ორგანოების მუშაკის დღესთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა. მიმართვაში ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყნის „ახალ რეგიონებში" მდგომარეობა „უკიდურესად რთულია". პუტინი რუსეთის „ახალ რეგიონებში" გულისხმობს უკრაინის ტერიტორიებს - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ პუტინი რუს გენერლებს შეხვდა, მათ შორის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს და უკრაინაში რუსული ჯარების ჯგუფის მეთაურს გენერალ სერგეი სუროვიკინს. დაზვერვის მონაცემებით, შეხვედრა დადგმული იყო, რომელიც პუტინმა უკრაინის ომში წარუმატებლობაზე პირადი პასუხისმგებლობის მოხსნის მიზნით გამართა. „მან სამხედრო მაღალჩინოსნებისგან „სპეცოპერაციის" შემდგომი გეგმები მოითხოვა. უკრაინაში რუსული ჯარების ჯგუფის მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ანგარიში წარადგინა. ამ დადგმულ შეხვედრაზე პუტინი, სავარაუდოდ, აპირებდა კოლექტიური პასუხისმგებლობის დემონსტრირებას სპეცოპერაციისთვის. „ეს ჩვენება, ალბათ, გამიზნული იყო იმისთვის, რომ პუტინს მოეხსნა პასუხისმგებლობა სამხედრო წარუმატებლობაზე, მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე და საზოგადოების უკმაყოფილების ზრდაზე მობილიზაციის გამო", - წერს ბრიტანეთის დაზვერვა”, - განაგრძობს გამოცემა.

„პუტინი, უკრაინაში მებრძოლი საოკუპაციო არმიის შტაბს 16 დეკემბერს ეწვია და სამხედრო მეთაურებისგან მოხსენებები მოისმინა ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

როგორც ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, პუტინის პესიმიზმის მიზეზი ისაა, რომ კრემლის ვერცერთმა გეგმამ ვერ იმუშავა და ყველა მიმართულებით კრახს განიცდიან. „პუტინის პესიმიზმის მიზეზი ისაა, რაც უკრაინაში ხდება. ანუ წარუმატებლობა, რომელსაც რუსეთის ჯარები აწყდებიან და მეორეს მხრივ უკრაინის წარმატება. თავი და თავი ისაა, რომ ვერცერთმა სქემამ ვერ იმუშავა, რისი იმედიც რუსეთს ჰქონდა. „ვერ იმუშავა ვერც სწრაფმა ოპერაციამ; ვერც იმან, რომ უკრაინელი ხალხი დაიბნეოდა და დეზორიენტირებული იქნებოდა; ვერც იმან, რომ რუსეთი ადგილზე დასაყრდენს მონახავდა, ან ევროპა გაიყინებოდა, დასავლეთი გაიხლიჩებოდა და ა.შ. ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდა და ყველა მიმართულებით რუსეთის პოლიტიკის კრახი სახეზეა. „პლიუს ამას სანქციების ბოლო პაკეტში ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითია, ესაა ნავთობისა და ახლა დაწესებული გაზის ფასის ზედა ზღვარი, რაც რუსეთისთვის ძალიან სერიოზული დარტყმაა მიუხედავად იმისა, რომ კრემლის პროპაგანდისტები ცდილობენ, ვითარება სხვანაირად წარმოაჩინონ”, - დასძენს გამოცემა.

„რუსეთი რეალურად ძალიან დიდ შემოსავალს კარგავს, პლიუს ადამიანური რესურსი, რომელიც ომში ეკარგება. მართალია, პუტინს ადამიანის სიცოცხლე არ ადარდებს, მაგრამ ამის გამო ქვეყანაში რიგ პრობლემებს აწყდება. ახლა პუტინი ხვდება, რომ მას პასუხისმგებლობის აღება მოუწევს და ცდილობს ეს პასუხისმგებლობა კოლექტიური გახადოს, რადგან სისტემა, რომელიც რუსეთს მართავს, ახლა განტევების ვაცს ეძებს და თავისთავად ცხადია, რომ ეს პუტინია", - განაცხადა ფხალაძემ „პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ პუტინს ნელ-ნელა უწევს იმასთან შეგუება, რომ ომში ვერ იმარჯვებს. „როცა პიროვნულად ძალიან პესიმისტრურად ხარ განწყობილი, საჯაროდ ოპტიმიზმის გამოხატვა უკვე ძნელია. იგი აქამდე ილუზიაში ცხოვრობდა. ეუბნეოდნენ, რომ სარაკეტო დარტყმები გვიშველის, ის გვიშველის, ეს გვიშველისო, მაგრამ ხვდებიან, რომ ეს პროპაგანდა აღარაფერს აღარ შველის და ომის წაგება უკვე მათემატიკური ამბავია. „ჩემი აზრით, რუსებს ომის წაგებასთან ნელ-ნელა შგუება უწევთ. ახლა ცდილობენ რამენაირად ბელარუსი ჩაითრიონ, თუმცა არ მგონია, რომ ეს რამე შედეგის მომტანი იქნება. რუსეთს წაგებულ ომთან შეგუება უწევთ, თავიანთ არსენალში ბევრი გამოსავალიც აღარ დარჩათ", - ანაცხადა ლაშა ბერიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

პოლონიუმი სააკაშვილის საქმეში - რამდენად საფუძვლიანია ეჭვები ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამვლაზე

მიხეილ სააკაშვილის ადოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საერთაშორისო ტოქსიკოლოგიური ორგანიზაციისგან მიღეს პასუხი, თუ რა კვლელვები უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ დადგინდეს არის თუ არა ყოფილი პრტეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლინიუმით მოწამლული. ადოკატის თქმით, უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, სააკაშვილის პოლინიუმით შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის დადგენა ახლა შეუძლებელია, რადგან ვადა გასულია, თანაც ეს კვლევა საქართველოს არცერთ ლაბორატორიაში არ კეთდება”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პოლონიუმი სააკაშვილის საქმეში - რამდენად საფუძვლიანია ეჭვები ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამვლაზე

„ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, მოდით სისხლიც ავიღოთ, თმის და ფრხილებიც. ახლა ვეუბნებით, რომ არსებული გაიდლაინების მიხედვთი, თუ პირი მაისშია მოწამლული, ახლა ვერაფერს ვეღარ აღმოაჩენენ. ჩვენ მივწერეთ საერთაშორიოს ორგანიზაციებს, ვინაიდან უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესალებელია სააკაშვილი პოლინიუმით იყოს მოწამლული. იმათგან მოგვივიდა პასუხი, ამის დასადგენად თუ რა კვლევები უნდა ჩავატაროთ. ახლა მივმართეთ საქართველოში არსებულ ლაბორატორიას და ვეკითხებით, თქვენ შეგიძლიათ ამ კვლევების ჩატარება, ისინი გაეუბნებიან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. ცნობისთვის, სამშაბათს კლინიკა „ვივა მედიში“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები იმყოფებოდნენ, როლებიც აპირებდნენ სააკაშვილისთვის, სისხლის, თმის და ფრჩხილების ნიმუშების აღებას ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის, რომ დადგინდეს ორგანიზმიში მძიმე მეტალების შესაძლო არსებობა. გამოძიებლების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ანალიზის აღებაზე უარი არ განუცხადებია, მაგრამ პროცედურის ჩასატარებლად დრო ითხოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

„პენიტენციალურმა სამსახურმა კი საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე საუბარი 22 დეკემბერს დანიშნული სასამართლოს წინ მდგომარეობის დაძაბვას ისახავს მიზნად. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ საუბარში არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის მოწამლით დაინტერსებული იყოს რუსეთის სპეცსამსახურები, რადგან, მისი თქმით, ეს არის რუსეთის ხელწერა და ამ ფორმით ებრძვის ოპონენტებს. „ვიდრე საბოლოო პასუხი არ იქნება, თავი უნდა შევიკავოთ განმარტებებისგან. ეს არის ვარაუდები, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი მოწამდული იყოს პოლინიუმით და ამაში რუსეთის სპეცსამახურების ხელი ერიოს. თუ გავიხსენებთ მაგალითებს ლიტვინენკოსთან, ნავალნისთანდა სხვებთან დაკავშირებთი, რომლებსაც ორგანიზმში მომწავლელი ნივთიერებები აღმოაჩნდათ, რუსეთი ამ ფორმით ებრძვის ოპონენტებს. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ რუსეთის ამოცანა იყო სააკაშვილის მოწამვლა და მიზანი, რომ საქართველოში დაიწყოს არეულობა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ნიკა ჩიტაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო