ეკა ხერხეულიძე - თუ ხვალ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ჩართავენ, საზოგადოება ნახავს ტკივილებისგან დატანჯულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ კრიტიკულია

არ ვიცი რას გადაწყვეტს „ქართული ოცნების“ შეფი ბიძინა ივანიშვილი ხვალ, მოისურვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჩართოს ონლაინ, ამაზე პასუხი „ქართულ ოცნებაშიც“ არ ექნებათ, იმიტომ რომ ეს გადაწყდება დილით, როგორ გუნებაზეც გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხვალ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ჩართავენ, საზოგადოება ნახავს ტკივილებისგან დატანჯულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ კრიტიკულია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხადია, არ იცვლება. უცვლელია ვითარება, არ გადაწყვეტილა საკითხი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს ანუ მისი ამ ქვეყნიდან გაყვანა და მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ის არის სევდიანი, რადგან მაშინ, როცა ქვეყანას, ჰააგაში მიღებულ გადაწყვეტილების შემდეგ საზეიმო აქვს, ჰააგაში გამართლებული მთავარსარდალი, პუტინის პირადი ტუსაღი კლინიკაში ხვდება დაბადების დღეს. ეს არის ერთი სევდიანი და ძალიან სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი ხილვაც ამ ვითარებაში რთულია, მაგრამ პატივია რომ მომეცა შესაძლებლობა დაბადების დღე მიმელოცა. ვუსურვე დღეგრძელობა, რათა ამ ქვეყნისა და უკრაინისთვის კიდევ შეეძლოს ძალიან ბევრი სიხარულის მოტანა. სხვა მხრივ, რა კითხვაც ტოქსიკოლოგიასთან დაკავშირებით გქონდათ, როგორც მან მითხრა, გუშინ მასთან პროფესორი იყო, გვარი არ ახსოვდა. მან თქვა, რომ ტოქსიკოლოგი არ გამორიცხავს მოწამვლას, მაგრამ სისხლის ანალიზის აღებას არ აქვს აზრი დროის გასვლის გამოო. ეს პროცედურა არ ახსოვს ჩატარდა თუ არა, ვერც მე დაგიკონკრეტებთ ჩატარდა თუ არა“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, ჩართავენ თუ არა ხვალ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე, მისი მოლოდინი ხელისუფლებასთან მიმართებით ლოგიკას არ ექვემდებარება.

„არ ვიცი, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნების“ შეფი ბიძინა ივანიშვილი ხვალ, მოისურვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჩართოს ონლაინ და ანახოს საზოგადოებას. ამაზე პასუხი „ქართულ ოცნებაშიც“ არ ექნებათ იმიტომ, რომ ეს გადაწყდება დილით, როგორ გუნებაზეც გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი. თუ ჩართავენ და საზოგადოება ნახავს ტკივილებისგან დატანჯულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, უძლურებაში მყოფს, რომლის მდგომარეობა არის საკმაოდ კრიტიკული და რომელიც იმსახურებს მიეცეს სიცოცხლის შესაძლებლობა. ეს იქნება ის სურათი, რასაც ნახავს ყველა ერთად თუ შეეძლება მიხეილ სააკაშვილს მიმართოს საზოგადოებას. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ის მდგომარეობა, რომ ეს პროცესები გაიწელოს დროში. ვფიქრობ, პროცესები უნდა მიყვეს დროში, ლოგიკურ დასასრულამდე რომ მივიდეს. წარმოუდგენელია ამ პროცესების გადადება. ადამიანი ძალიან ცუდადაა, უბრალოდ ვერ გაუძლებს. თუ სიცოცხლის უფლებას უტოვებენ ამ ადამიანს, სასამართლოები მოკლე დროში უნდა ჩატარდეს “, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი