ლვოვის მერი - საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის - ის, რასაც ახლა მას უკეთებენ, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის

საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა, ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში, - ამის შესახებ ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე წელიწადზე მეტია ციხეშია და მისი იქ ყოფნის პირობების შესახებ დასკვნების გამოტანა იმ ფოტოებიდან და ვიდეოებიდან არის შესაძლებელი, რომლებიც მის გარეგნობასა და მდგომარეობას ასახავს.

„დღეს ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ომი მოსკოვის რეჟიმთან, მაგრამ მეგობრებს გასაჭირში ვერ დავტოვებთ. ის, რასაც ახლა სააკაშვილს უკეთებენ, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. უღირსი საქციელია ციხეში იმის დატოვება, ვინც საქართველო საბჭოთა კავშირის უფსკრულიდან გამოიყვანა. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს და ყველას, ვინც დღეს იხსენებს და საუბრობს მიხეილზე. ის, რა თქმა უნდა, არ გვივიწყებს, ამიტომ ჩვენც არ გვაქვს უფლება ის დავივიწყოთ. მჯერა, რომ აუცილებლად შევხვდებით!“- წერს ლვოვის მერი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?