დავით გაბაიძე - აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების 30% უკვე შესრულებულია

ღია მმართველობის საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების 30% უკვე შესრულებულია, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, სხდომას წევრებთან ერთად, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

დავით გაბაიძის თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე, ღია მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით, ღიაობისა და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საზედამხედველო მექანიზმების გაძლიერებაზე. მისივე თქმით, ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ღია მმართველობის რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების ქსელის შექმნაზე.

„საბჭოს მიერ, პირველი სამოქმედო გეგმის (2020-2022 წწ) ფარგლებში გაწეული საქმიანობა, მიმდინარე 2022-2024 წლების გეგმა და ვალდებულებების შესრულება - შეაფასეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა - ნიკ ბერესფორდმა და აგატა ნეიბოიმ. მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და შექმნა ონლაინპლატფორმა chaerte.sca.ge, რომელიც მოქალაქეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ მმართველობით პროცესებში, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ვებპლატფორმა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს - ამიერიდან, დაინტერესებულ პირებს კომიტეტების სხდომებზე დასწრება ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ - Chaerte.sca.ge-ს ონლაინ მექანიზმების შესახებ პრეზენტაცია მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსმა - სუზანა ვაშაყმაძემ გააკეთა.

2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე მოხსენებები გააკეთეს ღია მმართველობის საბჭოს წევრებმა: ტიტე აროშიძემ, დავით ბაციკაძემ, გიორგი კირთაძემ და მარინე გვიანიძემ. როგორც აღინიშნა, მე-2 სამოქმედო გეგმის ნაწილი უკვე შესრულებულია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ: გაგვიზიარონ იდეები უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვისა და მინისტრის საათისთვის, დააფიქსირონ პოზიცია კანონპროექტებთან დაკავშირებით, ცვლილებები შევიდა რეგლამენტში თემატური მოკვლევისა და "მინისტრის საათის" შესახებ, მიმდინარეობს მუშაობა მმართველობით პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის სტრატეგიაზე.

სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოებში ღია მმართველობის შეფასების განაცხადის ფორმა და კითხვარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა