ნუგზარ წიკლაური - თუ მიხეილ სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება გამოტანილი, ვერაფერი ისე ვეღარ დარჩება

ერთი მიტინგი კი არა, ყოველდღიურად, სხვადასხვა საშუალებით უნდა ვიბრძოლოთ და გავწიოთ წინააღმდეგობა - თუ სასიკვდილო განაჩენი იქნება გამოტანილი, გაცილებით სხვა სიმწვავის საპროტესტო აქციები და გაცილებით უფრო კონსოლიდირებული ქართული საზოგადოება იქნება , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ერთი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეს არ ეხება და სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება იმის სიმბოლო გახდება, თუ როგორი ქვეყანა იქნება საქართველო.

„თუ სასიკვდილო განაჩენი იქნება გამოტანილი, ვერაფერი ისე ვეღარ დარჩება. იქნება გაცილებით სხვა სიმწვავის საპროტესტო აქციები და გაცილებით უფრო კონსოლიდირებული ქართული საზოგადოება. სააკაშვილის საკითხი ახლა უკვე აპარტიული საკითხია. ალბათ, ყველა პოლიტიკური პარტია აცნობიერებს, რომ თუ შეიძლება რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ასე მოექცნენ, ასე აჩვენონ მისი კადრები და აწამონ ადამიანი, არ გაუჭირდებათ, რომ საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც გაუსწორდნენ ასე და კიდევ უფრო მეტი სისასტიკით. საზოგადოებრივ აქტივობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება“ , - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ახლა უმძიმეს დარტყმებს იღებს, ეს დარტყმები კიდევ გაგრძელდება“.

„მსოფლიო მორალური ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელი განცხადება არ მგონია, რომ იზოლირებული ინციდენტია და ამით დასრულდება. ამერიკელების და დემოკრატიული პრესის მზარდი აქტიურობაა ამ მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რამხელა ფასს იხდის იმის გამო, რომ თავისი კანიბალური ვნებები დაიკმაყოფილოს. არ მგონია, ვერ აცნობიერებდნენ, რამხელა შეიძლება იყოს ზიანი, პოლიტიკური კეთროვანებით მათი პოლიტიკური გუნდისა და ივანიშვილის მიმართ. ამიტომ მიმაჩნია, რომ აქ კიდევ სხვა ფაქტორია. ეს ფაქტორი უკავშირდება იმ ადამიანს, სადაური ოლიგარქიცაა ბიძინა ივანიშვილი - ეს უკავშირდება რუსეთს და პუტინს. ამ ცივილიზაციურ გზაგასაყარზე იღებს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას. ამიტომ, არა მხოლოდ სააკაშვილის საქმე, არამედ ბევრი სხვა საკითხია, სადაც ვხედავთ, რომ ისინი რუსული რეგრესის გზას ირჩევენ. მიხეილ სააკაშვილის საკითხი ნამდვილადაა ერთიანი ცივილიზაციური კონტექსტის ნაწილი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო