თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხთან დაკავშირებული პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხთან დაკავშირებული პროცესი დღეს გაიმართება. სასამართლო სხდომა, რომელიც წინა პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, 22 დეკემბრისთვის გადაიდო, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ჯერჯერობით უცნობია, დღეს მაინც მიეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების ან დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა.

როგორც ცნობილია, წინა პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჩართვაზე უარი თქვა. როგორც აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზის განმარტებისას აღნიშნა, „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რის გამოც მსჯავრდებული სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ უზრუნველყოფდა.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე იმ უცხოელი სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა იგეგმება, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის მომზადებაში იყვნენ ჩართულნი.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ