ტერაბანკმა და ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ტერაბანკი და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახალ თანამშრომლობას იწყებენ. შესაბამის მემორანდუმს ხელი ტერაბანკის კომერციულმა დირექტორმა, დავით ვერულაშვილმა და ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, ტერაბანკი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ცნობადობის ასამაღლებელი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში, ასევე, საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების პოპულარიზაციაში დაეხმარება. ამას გარდა, თანამშრომლობა საზოგადოებაში ცოდნის გავრცელების ხელშეწყობას, ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობას, გამოფენების, კონფერენციების, სემინარებისა და სხვა ტიპის აქტივობების ორგანიზებასა და ჩატარებას ისახავს მიზნად.

“ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ტერაბანკს დიდი ხნის საქმიანი თანამშრომლობა აკავშირებს და მოხარულები ვართ, რომ ეს ლოიალური დამოკიდებულება უკვე სულ სხვა ხარისხის პარტნიორობაშიც გადაიზარდა. ამას გარდა, ცენტრის საქმიანობასა და ჩვენს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას შორის გარკვეული თანხვედრა არსებობს. ვფიქრობთ, რომ ერთად, ამ მემორანდუმის ფარგლებში, ბევრ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ“, - აღნიშნა დავით ვერულაშვილმა.

მემორანდუმის ფარგლებში, ტერაბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას — ცოდნის გაზიარებას კიდევ უფრო განავითარებს და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდასაჭერად ახალ შესაძლებლობებს გამოიყენებს.

(R)

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის