კომპანია, რომელიც შექმნიდან 2 წელში 200%-ით გაიზარდა - „არომაკოს“ წარმატება ქართულ ბაზარზე

„როცა იცი რა სჭირდება ბიზნესს, პარტნიორებიც თვალდახუჭული გენდობიან“ - ასე იწყებს არომა მარკეტინგ კომპანია „არომაკოს“ დირექტორი ნინო რობაქიძე წარმატების ისტორიის თხრობას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბიზნესისთვის ყველაზე რთულ პერიოდში - პანდემიისას შეიქმნა, დღეს უკვე 500-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს და პორტფელს თვიდან თვემდე ზრდის.

„არომაკო“ ქმნის სურნელს, რომელიც კონკრეტულ გარემოსა და საქმიანობის სფეროს შეესაბამება. სპეციალურად შერჩეული არომატები ადამიანის განწყობასა და გადაწყვეტილებაზე ახდენს ზეგავლენას ისე, რომ შეიძლება ამას თავად ვერ აცნობიერებდეს. აღნიშნული პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში უკვე ათეულობით წელს ითვლის, საქართველოში კი მხოლოდ ბოლო წლებია აქტიურად მკვიდრდება.

როგორც „არომაკოში“ განმარტავენ, ქართულმა ბაზარმა იმდენად სწრაფად მიიღო და აითვისა სიახლე, რომ კომპანია დაფუძნებიდან დღემდე 200%-ით გაიზარდა.

„ეს არის ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობისა და პარტნიორების მზაობის შედეგი, ახალ საფეხურზე აიყვანონ თავიანთი სერვისი. კომპანიის საქმიანობისთვის დამახასიათებელი არომატის შექმნის შემდეგ ჩვენი მენეჯერები მუდმივად აკონტროლებენ, როგორ მოქმედებს იგი მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე, ხომ არ არის სიმძაფრის გაზრდა ან შემცირება საჭირო, ხომ არ უნდა შეიცვალოს ის სეზონურად და ა. შ. ვფიქრობ, ამგვარი თანამშრომლობის პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ საქართველოში არომა მარკეტინგის მიმართულებით ბაზრის ლიდერები ვართ,“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ნინო რობაქიძემ.

500-ზე მეტ პარტნიორს შორის, არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა ევექსის“ კლინიკების ქსელი, გაგუასა და თოდუას კლინიკები, პსპ, „აქსის თაუერსი“ თუ „თაიმის“ მაღაზიათა ქსელი, გარდა ამისა: „ატრიო“, „არმანი“ „გალერია თბილისი“, საჯარო რეესტრი, „ტერმინალი“, ფიტნეს ცენტრი „ვორლდქლასი“, „თეგეტა მოტორსი“, „ამბოლი“, „კრედო ბანკი“, სასტუმრო „შერატონი“, „ლოპოტა სპა & რეზორტი“, სასტუმრო „პარაგრაფი“, სასტუმრო „ზუზუმბო“, „ალიანსი“, „კრწანისი ვილა რეზიდენსი“, „ანაგი“, „პური გულიანი“ და სხვა.

„განვლილი 2 წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო პროექტი გვქონდა. თანამშრომლობა დავიწყეთ როგორც კვების ობიექტებთან, ისე ოფისებთან, სასტუმროებთან, სააფთიაქო ქსელებთან და სხვა. ჩვენი პორტფელის მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, უკეთ შევისწავლოთ მომხმარებლის ფსიქოლოგია, მისი რეაქცია კონკრეტულ სურნელზე და შემდეგ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი საქმიანობა. მუდმივი განვითარება და ცვლილებები ყველაზე წარმატებული ბიზნესისთვისაც კი აუცილებელია,“ - განმარტა ნინო რობაქიძემ.

„არომაკოს“ მიმართ ნდობის გაღრმავებისა და მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი პროდუქციის ხარისხია. არომატებს მას აწვდის ისრაელში დაფუძნებული პარტნიორი კომპანია, რომელსაც არომა მარკეტინგში 18-წლიანი გამოცდილება აქვს. პროდუქცია ისრაელში ლაბორატორიულად შემოწმებული, ანტიალერგიული და ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. სწორედ ამიტომ იყენებენ მას კლინიკებში და მათ შორის, სამშობიარო სახლებშიც, რათა პაციენტები დამშვიდდნენ და ღელვა შეუმსუბუქდეთ.

„ჩვენ გვაქვს ექსკლუზივი, ასეთი ჯანსაღი ეთერზეთები შემოვიტანოთ საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან პარტნიორობით ბიზნესები თუ ფიზიკური პირები იღებენ უსაფრთხოების გარანტიას,“ - განმარტა კომპანიის დირექტორმა.

ახალი 2023 წლისთვის „არომაკო“ საცალო გაყიდვების მიმართულების განვითარებას გეგმავს, ამავდროულად კი გაიზრდება პარტნიორი კომპანიების რაოდენობაც. კომპანიამ უკვე გახსნა სტენდები საბურთალოს „თბილისი მოლში“, „სითი მოლში“, „ისთ ფოინთსა“ და „ბათუმი მოლში“, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, ექსკლუზიურ არომატებს გაეცნონ და მათი განწყობისა და გემოვნების შესაბამისი ნოტები შეარჩიონ. „არომაკო“ მალე „აქსისის“ ბიზნეს ცენტრშიც იქნება წარმოდგენილი.

(R)

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი