„ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე თავდასხმასა და ძალადობაში ბრალდებული პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დაკავებულ იოსებ სირაბიძეს სასჯელის სახის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს ორი დღის წინ თავს დაესხნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.

აღსანიშნავია, რომ იოსებ სირაბიძე „კონსერვატიული პარტიის” წევრია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო