კომიტეტმა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მხარი იმ დასკვნას დაუჭირა, რომელიც ინდივიდუალური რეკომენდაციის გაცემის გარეშე, კანდიდატების პლენარული სხდომაზე კენჭის საყრელად გადანაცვლებას გულისხმობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მხარი იმ დასკვნას დაუჭირა, რომელიც ინდივიდუალური რეკომენდაციის გაცემის გარეშე, კანდიდატების პლენარული სხდომაზე კენჭის საყრელად გადანაცვლებას გულისხმობს.

ამასთან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე კანდიდატს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზი აქვს და იმ შემთხვევაში თუ ისინი პლენარულ სხდომამდე ამ ხარვეზს აღმოფხვრიან, პლენარულ სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა მათაც ექნებათ.

„31 კანდიდატს მოვუსმინეთ. ერთ-ერთი გასაუბრებაზე არ მოსულა. გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა მათი ხედვები და შეკითხვებზე პასუხი. ამის შესაბამისად ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი მოსაზრება თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით. ამ სიაში ნახევარზე მეტი არის კვალიფიციური, შესაბამისი გამოცდილების მქონე და მიუკერძოებელი. როცა გვქონდა კომუნიკაცია პოლიტიკურ ჯგუფებთან, ამ პრინციპზე დაყრდნობით შევთავაზეთ, რომ კანდიდატების ნახევარი, რომლებიც იძლევიან შესაძლებლობას მათი მიუკერძოებლობით, ყოფილიყვნენ მხარდაჭერილნი. შევთავაზეთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ შევთანხმებულიყავით ვის შეიძლებოდა ჰქონოდა სრული მხარდაჭერა. ასევე, დავსვით საკითხი ნახევარზე მეტ კანდიდატთან დაკავშირებით ხომ არ ჰქონდათ ვინმე შეკითხვა მიუკერძოებლობასთან, კვალიფიციურობასთან დაკავშირებით. არც მიუკერძოებლობასთან, არც დამოუკიდებლობასა და არც კვალიფიციურობასთან დაკავშირებით მათ კითხვის ნიშანი არ დაუსვამთ. თუმცა მათი პოზიცია, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ ამ კანდიდატებს და დაუჭერენ მხოლოდ მათ, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არიან წარმოდგენილი, არის ულტიმატუმის ენით საუბარი და სივრცეს არ ტოვებს პოზიციების დაახლოების და პოლიტიკური შეთანხმების. გთავაზობთ, რომ შემდეგი ფორმით დავაყენოთ ეს საკითხი კენჭისყრაზე - ინდივიდუალური რეკომენდაციების გაცემისგან შევიკავოთ თავი, წინასწარ არ შეიქმნას განცდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონკრეტულ კანდიდატებს უჭერს მხარს და ოპოზიცია კონკრეტულს, არ დავაზიანოთ ჯერ კიდევ თუ არის რესურსი პოლიტიკური შეთანხმების. მივცეთ შესაძლებლობა თითოეულ კანდიდატს, რომ გადაინაცვლოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის. დავუჭიროთ დასკვნას მხარი, რომლითაც გამოკვეთილი იქნება ვისი დოკუმენტაციაა შესაბამისობაში კანონმდებლობასთან და ვისი საჭიროებს დამატებით დაზუსტებას. არის რამდენიმე კანდიდატი (გრიგოლ გაგნიძე, ავთანდილ კახნიაშვილი, ლია მუხაშავრია, კახა წიქარიშვილი), რომლებმაც სრულად აქამდე ჯერ ვერ წარმოადგინეს დოკუმენტაცია. თუ ისინი წარმოადგენენ დოკუმენტაციას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, მათაც ჰქონდეთ რესურსი რომ კენჭისყრაზე დადგნენ პლენარულ სხდომაზე. კანდიდატების ნახევარზე მეტი იძლევა შესაძლებლობას, რომ სრული კონსენსუსით იყვნენ მხარდაჭერილები. გთავაზობთ, რომ ინდივიდუალური რეკომენდაციის გაცემის გარეშე დავუჭიროთ დასკვნას მხარი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ