სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთვება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთვება ყოფილი პრეზიდენტი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემენ ექსპერტები. მათ შორის, სასამართლოში იმყოფება ამერიკელი ექსპერტიც - ერიკ დევიდ გოლდ სმიტი, რომელმაც სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მონაწილეობა მიიღო.

სხდომას ესწრებიან სააკაშვილის მშობლები და მხარდამჭერები.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე მსჯელობს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო