იაგო ხვიჩია - სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა შეიძლება ეკისრებოდეს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას

პარტია "გირჩის" დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ხელისუფლების იმის ნება აკლია, რომ ის სახალხო დამცველი გახდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართული ოცნება" მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს.

„სახალხო დამცველობის კანდიდატი მე თვითონ გახლდით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაღა მაკლდა და მაკლია იმისთვის, რომ სახალხო დამცველი გავმხდარიყავი, ახლაც არ ვარ წინააღმდეგი ეს მხარდაჭერა მივიღო, უბრალოდ, თვითონ არ მიჭერენ მხარს", -განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა შეიძლება ეკისრებოდეს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციასაც.

„ზოგადად, პროცესის ჩაშლაზე ყველას შეიძლებოდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ხელისუფლებას ეკისრება იმის გათვალისწინებით, რომ როგორც აღვნიშნე, ხელისუფლების ნება აკლია იმას, რომ მე ამირჩიონ სახალხო დამცველად. მე ვერ დამაბრალებენ შენ შლი პროცესსო, ბოლოს და ბოლოს კანდიდატი ვარ. ოპოზიციას თავისი როლი აქვს, რადგან ამ პროცესში მასაც არ გამოუხატავს ჩემს მიმართ მხარდაჭერა. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დარჩნენ თავიდანვე თავიანთი ფავორიტი კანდიდატების ერთგულად და არც კი ისაუბრეს ამ პროცესში კონსენსუსზე", -განაცხადა ხვიჩიამ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ