თორნიკე რიჟვაძე - აჭარის რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 106 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 106 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, აჭარის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მომავალ წელსაც გაგრძელება.

„პირველ რიგში, მსურს გაგაცნოთ რეგიონის ეკონომიკური მაჩვენებლები. ბოლო 9 თვის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეადგენს 106 მლნ ამერიკულ დოლარს. ძირითადი სექტორებია: უძრავი ქონება, ტრანსპორტი, გადამამუშავებელი მრეწველობა. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის მიერ გატარებული აქტივობები საპრივატიზაციო მონაცემების შედეგად, მხოლოდ ბოლო თვის მონაცემებით 40 მლნ ლარზე მეტი მობილიზდა საბიუჯეტო შემოსავლებში მხოლოდ პრივატიზაციის ნაწილში და პრივატიზაციის შედეგად, განხორციელდება 120 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკურ გუნდს, მინისტრს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით საპრივატიზაციო პოლიტიკას.

ასევე მინდა გაგაცნოთ ერთი სიახლის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. უკვე დამტკიცდა მაჭახელას ახალი ლანდშაფტური პარკი, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი განხორციელდა როგორც მთავრობის, ისე უმაღლესი საბჭოს მონაწილეობით. დიდი იყო გაეროს განვითარების პროგრამის როლი და აქტიური თანამშრომლობა შედგა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან. ასევე მოგახსენებთ, რომ უკვე დასრულდა ხელვაჩაურში ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ჩვენ ვაგრძელებთ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო მეტად გაამყარებს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მნიშვნელობას როგორც ტურისტული ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მინდა შევეხო აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს, რომელიც უკვე საბოლოო ფორმით დამტკიცებულია და ის 535 მლნ ლარზე მეტს, რომელიც საშუალებას მოგვცემს არაერთ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. როგორც რესპუბლიკურ დონეზე, ასევე თითოეულ მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტად დაუჭიროთ მხარი განსახორციელებელ პროექტებში და შესაბამის საბიუჯეტო ღონისძიებებში. აქტიურად გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება და წყალმომარაგების პროექტები“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, დამტკიცდა ბიუჯეტი როგორც ბათუმში, ასევე ხელვაჩაურში.

„რამდენიმე დღეში, პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტს ექნება 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტების მიხედვით კი, მინდა გაგაცნოთ, რომ ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტი უკვე მიუახლოვდა 300 მილიონიან ნიშნულს, რაც საშუალებას მოგვცემს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ბათუმელებისთვის. ეს იქნება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე გაზრდილი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები. აღვნიშნავ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტში აშენდება 6 ახალი ბაღი, ასევე, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ავარიული სახლების პროგრამაზე და ამ მიმართულებით 10 ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი აშენდება, რომელიც დაახლოებით, 1000-მდე ოჯახს, რომელიც ავარიულ პირობებში ცხოვრობს, საშუალებას მისცემს ცხოვრება უსაფრთხოდ გააგრძელონ.

მინდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება განახლება ბათუმის ავტობუსების პარკის, მხოლოდ მომავალ წელს დაგვემატება 60 ახალი ავტობუსი და წლის ბოლომდე სრულად განვაახლებთ ბათუმის ავტობუსების პარკს. მინდა აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების საშუალებით ისარგებლებს 55 ათასამდე ბენეფიციარი ბათუმის მუნიციპალიტეტში. ბიუჯეტის ზრდა აისახა ყველა მუნიციპალიტეტზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ბათუმის დაგეგმილ ბიუჯეტში ნახევარზე მეტი სწორედ რესპუბლიკური ბიუჯეტის ტრანსფერი იქნება 163 მლნ ლარზე მეტი. ბუნებრივია აღნიშნული მიდგომა გავრცელდება სხვა მუნიციპალიტეტებზე, მათ შორის, ქობულეთის მუნიციპალიტეტზე, რომლის ბიუჯეტიც იქნება 54 მლნ ლარი და რაც შეეხება ტრანსფერს, 15 მლნ-ზე მეტია გათვალისწინებული ტრანსფერის საშუალებით.

სპეციალური ტრანსფერის მოცულობა 5 მლნ ლარი იქნება და ამ ბიუჯეტის ფარგლებში, გაგრძელდება ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ასევე ახალი სოციალური სახლის მშენებლობა ქობულეთში. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ ქობულეთს ჰქონდეს ახალი სპორტული სასახლე, რომლის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

რაც შეეხება ხელვაჩაურს, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოციალური სახლების მშენებლობა, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

„ასევე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ახალსოფელში და ასევე ხელვაჩაურის თითოეულ სოფელში განახლდება ყველა ადმინისტრაციული ცენტრი. ამ მიმართულებით მილიონ ნახევარზე მეტი ლარი დაიხარჯება. საბოლოო ჯამში ბიუჯეტი აქაც საკმაოდ გაზრდილია. ის შეადგენს დაახლოებით, 38 მლნ ლარს. ქედის მუნიციპალიტეტშიც ვგეგმავთ ახალი სოციალური სახლის მშენებლობას. და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც უკავშირდება წყალმომარაგებას, - ამ მიმართულებითაც დაგეგმილია შესაბამისი პროექტები. შუახევში დასრულდება კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია. გაიხსნება მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სახლი და დასრულდება სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრის მშენებლობა. ხულოს მუნიციპალიტეტში დასრულდება 3 ახალი საბავშვო ბაღი”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა