შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, მივედით იქ, სადაც ვიყავით თავში - თურმე, არანაირი აზრი არ ჰქონდა არც გასაუბრებას, არც ინტერვიუს

სამწუხაროდ, მივედით იქ, სადაც ვიყავით თავში. თუკი ოპოზიციის მიდგომა იყო, „ქართული ოცნება“ გარკვეულ გვირაბში მოექცია, სადაც ბოლოში არის ერთი გამოსავალი, სწორედ ეს არის, სადაც ოპოზიციის ნაწილმა მიიყვანა პროცესი. თურმე არანაირი აზრი არ ჰქონდა არც გასაუბრებას, არც ინტერვიუს, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, დეპუტატებს მანდატი საქართველოს მოქალაქეებმა მიანიჭეს და არა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა მიერ წარმოდგენილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები და რომელზე შეჯერებაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ვერ მოხდა.

„ყველანი უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები, გვაქვს მანდატი, რომელიც მოგვანიჭეს საქართველოს მოქალაქეებმა. ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პოზიცია თავიდან ბოლომდე დაყვანილია იმაზე, რომ რამდენიმე „ენჯეომ“ დაასახელა რამდენიმე კანდიდატი და იმის იქით ფეხს ვერ ვუცვლით. მგონი, ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად ვუდგებით იმ მანდატს, რომელიც თქვენ ხალხმა მოგანიჭათ. ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ყველა უნდა დაფიქრდეს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა და არა რომელიმე ოთახში შეკრებილმა რამდენიმე „ენჯეომ“, როდესაც მათ კანდიდატები დაასახელეს. ფეხი ვერ მოუცვალა ოპოზიციის ნაწილმა და ვერც კი გაბედეს, რომ რომელიმე სხვა კანდიდატზე ეფიქრათ გარდა იმისა, რომელიც „ენჯეოების“ მხრიდან იყო დასახელებული. ეს არის რეალობა. დაასახელეთ სახელი და გვარები, რომელზეც თქვენ ამბობდით, რომ ხართ თანახმა, ისინი ყველანი რამდენიმე „ენჯეომ“ დაასახელა დახურულ კარს მიღმა, დახურული პროცესით, კორპორატიულად. სამწუხარო განვითარებაა, როცა რამდენიმე „ენჯეო“ ცდილობს პარლამენტს თავისი გადაწყვეტილება თავს მოახვიოს, დაასახელოს კანდიდატები და შემდეგ წნეხის ქვეშ ჰყავდეს, (განსაკუთრებით, ოპოზიციასა და პატარა პარტიებს ეხებათ), რათა ამ კანდიდატების გარდა სხვაზე არ იფიქრონ. ეს არის რეალობა.

სამწუხაროდ, მივედით იქ, სადაც ვიყავით თავში. თავიდანვე ვამბობდით, რომ თუკი ოპოზიციის მიდგომა იყო, „ქართული ოცნება“ გარკვეულ გვირაბში მოექცია, სადაც ბოლოში არის ერთი გამოსავალი, სწორედ ეს არის, სადაც ოპოზიციის ნაწილმა მიიყვანა პროცესი. თურმე არანაირი აზრი ჰქონდა არც გასაუბრებას, არც ინტერვიუს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების გასაუბრებაზე შემიძლია გითხრათ საერთოდ რამდენი ოპოზიციის წევრი დადიოდა...“- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო