სალომე სამადაშვილი - ამ ქვეყნის, ამ პარლამენტის სირცხვილია, რომ საქართველო იშვიათი გამონაკლისია დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც არ მოუწვევია პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით მიმართვისთვის

ამ ქვეყნის, ამ პარლამენტის სირცხვილია, რომ დღეს საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც არ მოუწვევია პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით მიმართვისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო“ ზელენსკის მოწვევის ინიციატივით, ჯერ კიდევ, ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში გამოვიდა.

„ვალდებული ვარ შევახსენო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე უმრავლესობას: გუშინ ჩვენ ვიხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავისუფალი მსოფლიოს დედაქალაქში, როგორი ოვაციით შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის, ამ პარლამენტის სირცხვილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით პრეზიდენტი ზელენსკი მოწვეული ყოფილიყო სიტყვით გამოსვლისთვის ჩვენს პარლამენტში, ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, თქვენ დღემდე ვერ გაბედეთ ამის გაკეთება. დღეს საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც არ მოუწვევია პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით მიმართვისთვის. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო