შალვა პაპუაშვილი - ყველას მადლობას გიხდით აქტიური საპარლამენტო საქმიანობისთვის და მეტად ინტენსიურ და საინტერესო მომავალი წელს გისურვებთ

ნაყოფიერი წელი გვქონდა და მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ აქტიური საპარლამენტო საქმიანობისთვის და უფრო მეტად ინტენსიური და საინტერესო მომავალი წელი გისურვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მიმდინარე წლის საპარლამენტო საქმიანობა შეაჯამა და დეპუტატებს 2022 წლის საპარლამენტო საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„კანონშემოქმედებითი კუთხით საკმაოდ პროდუქტიული იყო ჩვენი მუშაობა. 291 კანონი მიიღო პარლამენტმა, მათ შორის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად 82 კანონი მივიღეთ. რაც შეეხება საპარლამენტო ზედამხედველობას. მთავრობის წევრები 20-ჯერ იყვნენ საქართველოს პარლამენტში. 13 მინისტრის საათის ფორმატი, 7 ინტერპელაცია, რომლითაც ოპოზიციამაც აქტიურად ისარგებლა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი იყო სამჯერ. 20-ზე მეტი ანგარიში მოვისმინეთ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მხრიდან, მოხდა 12 საკომიტეტო მოკვლევის ინიცირება, საიდანაც 7 უკვე დასრულებულია. ინიცირებული 4 საგამოძიებო კომისიიდან, სამწუხაროდ, არც ერთი იყო გამოტანილი სხდომაზე. რაც შეეხება ვიზიტებს, პარლამენტის თავმჯდომარის18 ვიზიტი, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების 43 ვიზიტი და მეგობრობის ჯგუფების 5 ვიზიტი იყო განხორციელებული. ჩვენ მივიღეთ 32 დელეგაცია, საიდანაც 4 პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შედგა.

გახსნილობის კუთხითაც გეტყვით, რომ პარლამენტმა 300-მდე ჯგუფს უმასპინძლა. 5300-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა, მათ შორის, სხდომათა დარბაზში. 4900 სკოლის მოსწავლე და სტუდენტი იყო, რომელიც წელს ეწვია პარლამენტს და მის საქმიანობას გაეცნო“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს