ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა შეგნებულად არ წარმოადგინა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ორი მოქმედი წევრი მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ღირსეულად, ყოველგვარი ნაკლის გარეშე ჩაატარეს არჩევნები

პრეზიდენტმა შეგნებულად არ წარმოადგინა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ორი მოქმედი წევრი მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ძალიან ღირსეულად, ყოველგვარი ნაკლის გარეშე ჩაატარეს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს მხარი და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს სხვა გზა არ ჰქონდა.

„ასეთ დროს, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ არცერთ კანდიდატს სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა მოქმედი თავმჯდომარის და მოქმედი წევრების წარმოდგენაზე. როდესაც თავმჯდომარე, წევრები სათანადოდ და ღირსეულად ატარებენ საყოველთაო არჩევნებს და ამის შემდეგ მათ ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარს ეუბნებიან წარდგენაზე, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ სათანადოდ ეს პოზიცია და მხარი არ დავუჭიროთ სხვა კანდიდატებს სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ამ კანდიდატების მიმართ უსამართლობა ვიხილეთ", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა. ამასთან, იურიდიულმა კომიტეტმა არც ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი მარსაგიშვილის, ნათია წიპტაურის, ლევან ისაკაძისა და ქრისტინე ქაჯაიას კანდიდატურებს დაუჭირა მხარი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა შეგნებულად არ წარმოადგინა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ორი მოქმედი წევრი მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ღირსეულად, ყოველგვარი ნაკლის გარეშე ჩაატარეს არჩევნები

პრეზიდენტმა შეგნებულად არ წარმოადგინა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ორი მოქმედი წევრი მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ძალიან ღირსეულად, ყოველგვარი ნაკლის გარეშე ჩაატარეს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს მხარი და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს სხვა გზა არ ჰქონდა.

„ასეთ დროს, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ არცერთ კანდიდატს სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა მოქმედი თავმჯდომარის და მოქმედი წევრების წარმოდგენაზე. როდესაც თავმჯდომარე, წევრები სათანადოდ და ღირსეულად ატარებენ საყოველთაო არჩევნებს და ამის შემდეგ მათ ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარს ეუბნებიან წარდგენაზე, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ სათანადოდ ეს პოზიცია და მხარი არ დავუჭიროთ სხვა კანდიდატებს სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ამ კანდიდატების მიმართ უსამართლობა ვიხილეთ", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა. ამასთან, იურიდიულმა კომიტეტმა არც ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი მარსაგიშვილის, ნათია წიპტაურის, ლევან ისაკაძისა და ქრისტინე ქაჯაიას კანდიდატურებს დაუჭირა მხარი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია