11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნიკა მელია - სააკაშვილი ყოველდღიურად მძიმდება, ეს არის ფაქტი, რაც არ უნდა თქვას კობახიძემ და ივანიშვილმა - ფაქტი არის ჯიუტი

ადამიანი ყოველდღიურად მძიმდება, ეს არის ფაქტი, რაც არ უნდა თქვას კობახიძემ და ივანიშვილმა. რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან ისინი?! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მელიას თქმით, თავის თანაგუნდელებისგან, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა აქვთ, კიდევ უფრო მძიმე რეალობის შესახებ სმენია.

„რა თქმა უნდა, მათ მიერ გამოტანილ ცნობებს “ვივამედის” საავადმყოფოდან მთლიანად ვენდობი. ტექნიკური შესაძლებლობები, რომლის მეშვეობითაც დღეს მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების წინაშე წარსდგა, უკეთესის იმედს ტოვებს. მერწმუნეთ, აქ მყოფი ნებისმიერი ოპერატორი და მისი კამერა რომ მუშაობდეს დღეს, “ვივამედის” საავადმყოფოში და ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილთან ინტერაქციის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მძიმე სანახავი იქნებოდა. ადამიანი ყოველდღიურად მძიმდება, ეს არის ფაქტი, რაც არ უნდა თქვას კობახიძემ და ივანიშვილმა, რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან ისინი?! ფაქტი არის ჯიუტი და ამ ფაქტების შეფასებაში და კონსტატირებაში გაჯიუტებას ისინი მუდმივად სათავისოდ აპირებენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, საზოგადოების დიდი ნაწილი აფასებს რეალობას ისე, როგორც აფასებს”,- აცხადებს მელია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია