ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მემორანდუმის მიზანია მერიამ და უნივერსიტეტმა ითანამშრომლონ სხვადასხვა საგანმანათლებო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, კულტურული და რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განსახორციელებლად.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და KIU -ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდი შენაძენია არა მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

„უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ განათლების ცენტრი, ის განვითარების ცენტრიცაა, რომელზეც უკვე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქუთაისის შემდგომი განვითარება.

ჩვენ მემორანდუმის გაფორმებამდეც აქტიური თანამშრომლობა გვქონდა. მემორანდუმი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ამ ურთიერთობას. თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკის გავლას მერიაში, სტუდენტების ჩართულობით შეიქმნება ერთობლივი სტარტაპ-პროექტები, უზრუნველვყოფთ სტუდენტების ჩართვას მერიის სხვადასხვა პროგრამაში; განხორციელდება ერთობლივი პროექტები, მათ შორის, ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ქალაქს განვითარების ფართო არეალი ექნება“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ქალაქის მერმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სპეციალური პრიზებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა ამავე სკოლის წარმატებული და აქტიური სტუდენტები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო