გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მეტი მოეთხოვება და ის მათგან უფრო მეტს ელის

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მეტი მოეთხოვება და ის მათგან უფრო მეტს ელის. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "სტრატეგია აღმაშენებელმა, "დროასთან" და "გირჩი-მეტი თავისუფლებასთან" ერთად, საკუთარი ინიციატივით გამართა "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრა.

„ჯერჯერობით, კონკრეტული მკაფიო გეგმა არ მოგვისმენია, მზად ვართ, რომ კოორდინაციაში ვიყოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ამოცანა დღეს ნამდვილად არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას პრობლემა არ შეექმნას. პირდაპირ ვამბობ, დღევანდელ პროცესზე რაც ვნახეთ, როგორც ზვიად გამსახურდია მოკლეს, ზუსტად იგივე სცენართან გვაქვს საქმე, ოღონდ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენართან. ამერიკელი ექსპერტის ჩვენებები ამას ძალიან მკაფიოდ ადასტურებს. ეს ამერიკელი ადამიანი არის ძალიან მაღალ ავტორიტეტული პიროვნება, ძალიან მაღალი საქმიანი რეპუტაციის მქონე, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს საკითხი გადაწყდეს", - განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრის შემდეგ, მათგან ელოდება თუ არა კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, გიორგი ვაშაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ცალსახად".

„პოლიტიკურ კომპონენტზე ძალიან ბევრი მოსაზრება აქვს „სტრატეგია აღმაშენებელს", სიმართლე გითხრათ, ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი პროცესი სხვაგვარად უნდა წარმართულიყო, მაგრამ ჯერჯერობით მათგან ველოდებით, რადგან ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ღიად რომ ვთქვათ ამ საკითხში. თავს ხომ მთავარ ოპოზიციურ პარტიას ეძახიან და თან მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, რომლის მხარდაჭერაც მათთვის არის განმაპირობებელი ზოგადად პარტიის მხარდაჭერის. შესაბამისად, მეც აქამდე ბევრ რამეს სხვაგვარად გავაკეთებდი, მაგრამ იქ, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელს" შეუძლია საკუთარი საქმე აკეთოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ვაკეთებთ",-განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რეალურად არ კეთდება ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" უნდა აკეთებდეს? გიორგი ვაშაძემ უპასუხა, რომ მეტის მოლოდინი ჰქონდა და აქვს.

„უფრო სისტემური, უფრო კომპლექსური მუშაობის. ვფიქრობ, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შედეგზე გახვიდე ნებისმიერ საკითხში, მითუმეტეს საკითხში, როცა ადამიანის მკვლელობა დაგემილია, ოღონდ ტყვიის გარეშე", - განაცხადა ვაშაძემ. მან არ დააკონკრეტა, რას უნდა აკეთებდეს მისი აზრით "ნაციონალური მოძრაობა" დამატებით, თუმცა განმარტა, რომ პარტიას მეტი მოეთხოვება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო