გორში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე გორში, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასულიერო გიმნაზიას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი, ხატია გაბისონია და სააგენტოს თანამშრომელი, ვაჟა ართმელაძე.

„გორის სასულიერო გიმნაზია ერთ-ერთი პირველი სასულიერო სასწავლებელია საქართველოში. რომელიც 1817 წელს დაარსდა. სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ წმ. კირიონ II (საძაგლიშვილი),პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე), პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე), წმ. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), იაკობ გოგებაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი და სხვები. გორის სასულიერო სასწავლებელი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბითაც.

დღეს აქ 540 მოსწავლე იღებს განათლებას. გიმნაზიას აქვს საბავშვო ბაღიც, სადაც 70 ბავშვია. გიმნაზიის რექტორია გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). რელიგიის სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა სასწავლებლის მოსწავლეებს 40 ფუთა ტანისამოსი და 100 ყუთი საახალწლო საჩუქრები გადასცეს. გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და იმედი გამოთქვა, რომ სააგენტოსთან თანამშრომლობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

მასპინძლებმა სტუმრები 10 იანვარს, საშობაო ფესტივალზე - „გენეთლია“ დაპატიჟეს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს მართლმადიდებლური სასწავლებლების წარმომადგენლები მიიღებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო