რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებული ნანგრევებიდან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ამოიყვანეს, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მივიდა, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. რუსთავის მერის განცხადებით, კორპუსის იმ ნაწილს, რომელიც ჩამოინგრა გამაგრებითი სამუშაოები უტარდებოდა და მოსახლეობა უსაფრთხოების მიზნით გაყვანილი იყო.

„აღნიშნულ კორპუსს უტარდებოდა გამაგრებითი სამუშაო. ის ნაწილი, რომელიც ჩამონგრეულია, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო, რაზეც დასკვნა გვქონდა. აღნიშნული ნაწილიდან მოსახლეობა უსაფრთხოების მიზნით გაყვანილი იყო და მუნიციპალიტეტი უხდიდა ქირას - პირველ სართულზე, სადაც დაზიანება წლების განმავლობაში იყო დაზიანება, ოჯახი გვყავდა ქირით გაყვანილი”, - განაცხადა რუსთავის მერმა.

ამ დროისთვის, ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ, მიმდინარეობს ნანგრევების გასუფთავება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ