მარნეულში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მარნეულში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას USAID-ის დირექტორის მოადგილე ენი სტიდი და საელჩოს პოლიტიკური განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, მხარეებმა მარნეულში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს მუნიციპალიტეტის პოტენციალი, შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები, ასევე, სამომავლო პროექტები და ადგილზე სოფლის მეურნეობის დარგების და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო