თორნიკე რიჟვაძე - საქართველოში დაცული ტერიტორია, მაჭახელას დაცული ლანდშაფტი შეიქმნა

საქართველოში მაჭახელას ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას და დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ხელვაჩაურში სრულდება ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და განხორციელდება ეთნოსოფლის პროექტი, რომელიც საბოლოოდ შეკრავს მაჭახელას კონცეფციას.

შესაბამისი სიახლე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაარსების პროცესი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარაში აქტიურად გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება და წყალმომარაგების პროექტები.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, გაგრძელდება ბათუმის ავტობუსების პარკის განახლება და მხოლოდ მომავალ წელს, პარკს 60 ახალი ავტობუსი დაემატება და წლის ბოლომდე სრულად განახლდება ბათუმის ავტობუსების პარკი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, დაგეგმილი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების საშუალებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში 55 ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

გიორგი კაჭარავა - რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს