2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი კომპანია "სილქნეტია"

22 დეკემბერს, სასტუმრო "რედისონში", ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ და ასევე სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანიის - "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.

კომპანია "სილქნეტი" მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენიც გახდა და ზამთრის სეზონის მთავარ ღონისძიების მასპინძელი იქნება.

ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისთვის მზადება სათხილამურო ფედერაციამ და "სილქნეტმა" ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როცა საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე საქართველომ მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.

"სილქნეტი" ზამთრის სახეობებში არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი შეჯიბრის გენერალური სპონსორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში. კომპანია ხელს უწყობს ქართველი სპორტსმენების წვრთნებს უცხოეთის კურორტებზე, მაღალრეიტინგული მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 6 სათანადო კვალიკაციის მქონე ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენი 20 წლიანი საქმიანობა, როგორც კერძო ბიზნესის დაგვირგვინდა უდიდესი მოვლენით, რასაც ქვია მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში მსოფლიო ჩემოიონატი პირველად ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სპორტით იწყება უდიდესი საქმე. მთავრობის მიერ შეიქმნა უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მისასალმებელია. ეს დიდი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამაში მონაწილეობდა. განსაკუთრებული მადლობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში მიიღო ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები“- გიორგი რამიშვილი, "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ორი სეზონი ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს კროსში.

ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. ჩემპიონატი 7 დისციპლინას მოიცავს, მედლების რაოდენობა კი 30 კომპლექტს შეადგენს. ასეთი მასშტაბური სპორტული ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დაახლოებით 50 ქვეყნიდან 2000-მდე სტუმარს: სპორტსმენს, მწვრთნელს, ექიმს, მსაჯს - უმასპინძლებს ბაკურიანი. ამ მასშტაბის სპორტული ღონისძიების ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ინვესტიციებით, მსოფლიო სტანდარტის ინფრასტრუქტურა შექმნა ისტორიულ კურორტ ბაკურიანში.

მარიამ ქვირივიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე :

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უმოკლედ ვადებში საკმაოდ რთული სამუშაოები შევასრულეთ და შედეგად ბაკურიანს დღეს უკვე აქვს ორი ხელოვნური რეზერვუარი, 29 კილომერტიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამდენიმე ახალი საბაგირო და 6 საშეჯიბრო, სათხილამურო ტრასა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენ პარტნიორ კომპანიას, ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეში არის ჩართული, ფედერაციას და განსაკუთრებული მადლობა, ბატონ გიორგი რამიშვილს, რომელსაც ეკუთვნის ჩემპიონატის ჩატარების ინიციატივა და რომ არა მისი ჩართულობა, ლობირება და ამ საქმის სიყვარული - არც ეს პროექტი გვექნებოდა და არც ეს ინფრასტრუქტურა“.

2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ისეთ სახეობებს მოიცავს, რომელიც სპორტსმენისთვის საკმარისად ექსტრემალურია და მაყურებლისთვის -სანახაობრივი. ბაკურიანის დამსვენებლებს ან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ ასპარეზობებს. უგულშემატკივრონ ქართველ სპორტსმენებს 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დიდველის და კოხტა- მიტარბის ტრასებზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო არხით - ევროსპორტით - მოხდება ჩემპიონატის ტრანსლაცია. ასევე საინფორმაციო მხარდამჭერები იქნებიან: ევრონიუს საქართველო და სილქ უნივერსალი.

(R)

ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ჯეიმი ფლაი - უკრაინელებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნეს, რომ მზად არიან დაიცვან თავის ქვეყანა, მიუხედავად საშინელი საფრთხისა, რომლის წინაშეც იდგა უკრაინის ბევრი ოფიციალური პირი და უკრაინელი ხალხი
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის - ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან
IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა