კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას უძღოდა ნათესავებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება.

მეზობლების თქმით, 80 წელს გადაცილებულ მამაკაცს და მის ძმისცოლს, 70 წლის ქალს უთანხმოება ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაობაზე ჰქონდათ.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირებისას, ხანდაზმულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც რძლის მკვლელობა მოჰყვა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო