რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რუსთავში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევებიდან 40 წლამდე ადგილობრივი მცხოვრები ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. მისივე თქმით, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაცია განხორციელდა.

„112-ში რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შესახებ შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადდნენ სახანძრო სამაშველო ჯგუფები.

ადგილზე დაგვხვდა 3 - სართულიანი საცხოვრებელი ბინის კუთხის მონაკვეთი ჩამოშლილი. მეხანძრე მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილ იქნა 40 წლამდე მცხოვრები. კონტაქტურ მდგომარეობაში გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ნანგრევებში არავინ არ არის მოყოლილი, თუმცა დამატებით მიმდინარეობს გადამოწმება.

ადგილზე ამ დროისთვის 60 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. უსაფრთხოების მიზნით მოხდა კორპუსის სრულად დაცლა“ , - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო